ახალციხეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების პროცესში ადგილობრივებიც ჩაერთვნენ

news
ავტ.: news სექტემბერი 8, 2015 10:24

ახალციხეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების პროცესში ადგილობრივებიც ჩაერთვნენ

მნიშვნელოვანი

  • ახალციხეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების პროცესში ადგილობრივებიც ჩაერთვნენ, თუმცა ბოლო ინფორმაციით მისი მასშტაბი არ გაზრდილა და შედარებით იკლო.

სხვა სტატიები

ახალციხეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების პროცესში ადგილობრივებიც ჩაერთვნენ, თუმცა ბოლო ინფორმაციით მისი მასშტაბი არ გაზრდილა და შედარებით იკლო.

ცეცხლი სავარაუდოდ გვიან ღამით გაჩნდა.

მისი ჩაქრობა აქამდე რთული რელიეფური მდებარეობის გამო ვერ მოხერხდა. მეხანძრეებს გარკვეული პერიმეტრის გავლა ფეხით უწევთ.

ცეცხლი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, წინუბანი-აწყურის მონაკვეთთან, ერთ ჰექტარზეა მოდებული. შემთხვევის ადგილზე ცეცხლის რამდენიმე კერაა.

ადგილზე მობილიზებულია სამცხე-ჯავახეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურები და პოლიცია. საჭიროების შემთხვევაში დამატებით ძალებს თბილისიდან ელოდებიან.

ხანძრის გავრცელების სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

news
ავტ.: news სექტემბერი 8, 2015 10:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,165
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics