ახალი წესდება მასწავლებლებისათვის

news
ავტ.: news იანვარი 5, 2015 11:20

ახალი წესდება მასწავლებლებისათვის

მნიშვნელოვანი

  • განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი დაამტკიცა. წესდების მიხედვით, მასწავლებელი შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მიიღებს საყვედურს, რომელსაც სხვადასხვა ფორმა გააჩნია, ასევე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლებაც, თუმცა ცლილებები არ ითვალისწინებს მასწავლებლისთვის ფინანსური სანქციის დაწესებას

სხვა სტატიები

განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი დაამტკიცა. წესდების მიხედვით, მასწავლებელი შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მიიღებს საყვედურს, რომელსაც სხვადასხვა ფორმა გააჩნია, ასევე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლებაც, თუმცა ცლილებები არ ითვალისწინებს მასწავლებლისთვის ფინანსური სანქციის დაწესებას.

დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე პასუხისმგებელი სამინისტროში არსებული დისციპლინური კომიტეტია, რომელიც მასწავლებელზე დაკვირვებას დაიწყებს იმ შემთხვევაში თუ მას მშობელი, სკოლაში დასაქმებული პირი ან სხვა ადამიანი მიმართავს.

როგორც ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო კვიტაიშვილი აცხადებს, კომიტეტმა გადაწყვეტილება ორ კვირაში უნდა მიიიღოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მაინც სკოლის დირექტორს მოუწევს.

მისივე თქმით, მასწავლებელს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება სამეურვეო საბჭოში ექნება.

„დამტკიცდა მასწავლებლის დისციპლინური წარმოების წესი, ის მოიაზრებს რეგულაციებს მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში რა ქმედებებს უნდა მიმართოს სკოლამ. როგორ უნდა განიხილოს დისციპლინურმა კომიტეტმა, როგორი გასაჩივრების უფლებით არის აღჭურვილი პედაგოგი, რა დამცავი მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ სკოლას არ ჰქონდეს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა“,-განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა

აღნიშნული წესდება ძალაში 2015 წლის 1 იანვარს შევიდა.

news
ავტ.: news იანვარი 5, 2015 11:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics