ახალი პრეზერვატივი 100%-ანი ორგაზმი ქალებისთვის

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 17, 2015 23:22

ახალი პრეზერვატივი 100%-ანი ორგაზმი ქალებისთვის

მნიშვნელოვანი

  • ამ კვირაში რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია კომპანია ,, IXu,,-ს პროდუქტზე სახელწოდებით "VA w.o.w.", რომელიც ქალებისათვის ორგაზმის გარანტიის მიმცემი სპეციალური პრეზერვატივია.

სხვა სტატიები

ამ კვირაში რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია კომპანია ,, IXu,,-ს პროდუქტზე სახელწოდებით  “VA w.o.w.”, რომელიც ქალებისათვის ორგაზმის გარანტიის მიმცემი სპეციალური პრეზერვატივია.

ინტერესი ამ პროდუქტის მიმართ გამოიწვია ჟურნალ ,,Women’s Health Magazine,,-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ, რომელიც  ,, IXu,,-ს პრეს რელიზს ციტირებდა.

აღწერილობის მიხედვით, საუბარია ქალურ პრეზერვატივზე ,,მსუბუქი წინდის,, ფორმით, რომელიც ვაგინაში თავსდება და რომელსაც გააჩნია გულის ფორმის გარე რგოლი-ვიბრატორი, რომლის გააქტიურებაც შესაძლებელია გარეგანი დისტანციური მოწყობილობით… მაგალითად ,,ბლუთუზით,,

მწარმოებელთა მტკიცებით, მომხმარებელი ქალების 70% პრეზერვატივის პირველივე გამოცდაზე აღწევენ ორგაზმს, განმეორებით ცდაზე კი ქალების 84%… ხოლო მეოთხე ცდაზე მომხმარებელ ქალთა 100% ორგაზმს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი დასკვნები კომპანიამ 50 მოხალისე წყვილზე ჩატარაბული ცდების შედეგად დადო.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 17, 2015 23:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


26,236
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics