“ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” უდო-ს კომისიის გაუქმებას აპროტესტებს

news
: news იანვარი 10, 2015 16:37

“ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” უდო-ს კომისიის გაუქმებას აპროტესტებს

მნიშვნელოვანი

  • სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, დღეს "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და კანონპროექტით გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსში 72-ე მუხლის ამოღება გააპროტესტეს, რომელიც ე.წ. უდო-ს კომისიის გაუქმებას ითვალისწინებს.

სხვა სტატიები

“ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” უდო-ს კომისიის გაუქმებას აპროტესტებს. სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, დღეს “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და კანონპროექტით გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსში 72-ე მუხლის ამოღება გააპროტესტეს, რომელიც ე.წ. უდო-ს კომისიის გაუქმებას ითვალისწინებს.
“ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” წარმომადგენლის, ნიკა მემანიშვილის განცხადებით, ე.წ. უდო-ს კომისით პატიმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა ვადამდე გათავისუფლებით ესარგებლათ.
“სხვა საქმეა, რამდენად სამართლიანად ხდებოდა ეს პროცესი. ხელისუფლებამ იმის ნაცვლად, რომ უფრო ქმედითი გაეხადა პროცესი, მიიღო გაუაზრებელი გადაწყვეტილება და გააუქმა უდო-ს კომისია. ეს უკანონო გადაწყვეტილებაა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას აფერხებს. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ აღდგეს კომისია და პატიმრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ ამ სიკეთით”, – აღნიშნა ნიკა მემანიშვილმა.
ასოციაციის წევრის, ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თქმით, კანონპროექტით სასჯელაღსრულების სამინისტრომ გააუქმა უდო-ს კომისია და ფაქტობრივად ეს ფუნქცია, მისი თქმით, გაურკვეველ ადგილობრივ საბჭოებს დაევალათ, რომელთა მეშვეობითაც პატიმართა პირობით ვადამდე შეწყალება უნდა მოხდეს. კობაიძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ეფექტური საბჭოები არ არსებობს და მათ მიმართ საზოგადოებრივი ნდობა არ არის. ასევე გაურკვეველია რა კატეგორიის პირებით დაკომპლექტდება ეს საბჭოები.
კობაიძე მოითხოვს, პარლამენტმა არ მიიღოს აღნიშნული კანონპროექტი, რადგან იგი იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი და პოლიტიკური მსჯელობების საგანი.
“გამოუშვებენ, ან არ გამოუშვებენ ისეთ პატიმრებს, რომლებიც პოლიტიკურად ანგაჟირებულია. შეიძლება გამოვიდნენ მხოლოდ ის პატიმრები, ვისაც ფული აქვს. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია აქციებს გააგრძელებს. პატიმართა ოჯახის წევრები კანონპროექტში შესატანი ცვლილებების გამო შეშფოთებას გამოქვამენ”, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
ამ წუთებში “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” წარმომადგენლები სასჯელაღსრულების მინისტრთან, გიორგი მღებრიშვილთან დახურულ შეხვედრაზე იმყოფებიან.

news
: news იანვარი 10, 2015 16:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,290
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics