აჭარის უმაღლესი საბჭო საქმიანობას კონსტიტუციურ ჩარჩოებში გააგრძელებს

კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლებს მოუსმინეს.

კოალიციის ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პოლიტსაბჭოს წევრებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების შესახებ. როგორც სხდომაზე აღინიშნა, რეგიონში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

მთავრობის მეთაურმა აჭარის წარმომადგენლებს კოალიციის სამოქმედო გეგმა და უახლოეს მომავალში გასატარებელი ღონისძიებები გააცნო.

პოლიტსაბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციურ ჩარჩოებში გააგრძელებს საქმიანობას.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე – იმერეთის გუბერნატორთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები არსებობდა
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია – “ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვება და სიღატაკეა”