აშშ-ში შეცდომით გაიგზავნა ციმბირის წყლულის ცოცხალი ბაქტერიები

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 28, 2015 16:29

აშშ-ში შეცდომით გაიგზავნა ციმბირის წყლულის ცოცხალი ბაქტერიები

მნიშვნელოვანი

  • ამერიკელმა სამხედროებმა აშშ-ს ცხრა შტატში და სამხეთ კორეის სამხედრო-საჰაერო ბაზაში შეცდომით გადააგზავნეს ციმბირის წყლულის ცოცხალი ნიმუშები

სხვა სტატიები

ამერიკელმა სამხედროებმა აშშ-ს ცხრა შტატში და სამხეთ კორეის სამხედრო-საჰაერო ბაზაში შეცდომით გადააგზავნეს ციმბირის წყლულის ცოცხალი ნიმუშები – განაცხადეს აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა.
პენტაგონის თქმით, ინფიცირება და დაავადების საშიშროება საზოგადოებას არ ემუქრება, თუმცა ოთხი მოქალაქე უკვე გადის პროფილაქტიკის კურსს.

“ეს ოთხი ადამიანი დაავადების ქონის “მინიმალური რისკის ქვეშ” არიან” – განაცხადა დაავადებათა პროფილაქტიკის ცენტრის წარმომადგენელმა, რომლებმაც უკვე დაიწყეს ინციდენტის გამოძიება. ”

ეს ოთხი ადამიანი “ასრულებდა პროცედურებს, რომლის შედეგად ბიოლოგიური აგენტები ჰაერში მოხვდნენ” – განაცხადა ცენტრის წარმომადგენელმა.
ბაქტერიების ჰაერში მოხვედრა ციმბირული წყლულის სასიკვდილო ფორმას იქვევს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2001 წელს დაფიქსირდა, როცა ციმბირულ წყლულზე მედიასა და აშშ-ს მთავრობას შორის დავისას 5 ადამიანი დაიღუპა.
უკანასკნელი ინციდენტისას დაავადების ნიმუშები იუტას ლაბორატორიაში არააქტიურ მდგომარეობაში უნდა გადაეტანათ. პენტაგონის თქმით, ნიმუშები საველე დიაგნოსტიკური სისტემის შესამუშავებლად იყო საჭირო, რომელსაც ბიოლოგიური საშიშროებების დროს გამოიყენებდნენ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 28, 2015 16:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,213
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics