აშშ-ში შექმნეს წიგნი, რომლითაც წყალი იწმინდება

news
ავტ.: news აგვისტო 17, 2015 18:18

აშშ-ში შექმნეს წიგნი, რომლითაც წყალი იწმინდება

მნიშვნელოვანი

  • საველე პირობებში პირველად გამოსცადეს წიგნი, რომლის გვერდებს წყლის გაწმენდის ფუნქცია აქვთ. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.

სხვა სტატიები

საველე პირობებში პირველად გამოსცადეს წიგნი, რომლის გვერდებს წყლის გაწმენდის ფუნქცია აქვთ. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.
“დასალევი წიგნის” გვერდები – ასეთია თანამედროვე ტექნოლოდიის ნიმუში, რომელიც ვერცხლს შეიცავს და კლავს ბაქტერიებს, როცა ქაღალდი ფილტრის დანიშნულებით მოიხმრება. ამავე წიგნის ფურცლებზეა დაბეჭდილი ინფორმაცია, რატომ და როგორ უნდა გაიწმინდოს წყალი.

როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომელიც აფრიკის 25 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა, ასევე განასა და ბანგლადესში, წიგნის გვერდები წყალს 99%-ით წმენდენ.
ამ წყლის დალევა ისევე შეიძლება, როგორც ონკანის წყლის აშშ-ში, ამტკიცებენ მკვლევარები. კვლევის შედეგები საერთაშორისო ქიმიური საზოგადოების სხდომზე იქნა წარმოდგენილი.
ტექნოლოგია დოქტორ ტერი დანკოვიჩმა შექმნა. ის წლების განმავლობაში იკვლევდა “სასმელი წიგნის” შესაძლებლობებს კანადის უნივერსიტეტებში.
“ჩვენი კვლევები განვითარებად ქვეყნებზე იყო გათვლილი” – ამბობს მეცნიერი და ამბობს, რომ დაახლოებით საუბარია 663 მილიონ ადამიანზე, რომელთაც დასალევი სუფთა წყლის საშუალება არა აქვთ.

news
ავტ.: news აგვისტო 17, 2015 18:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics