აშშ-ში ანომალიური ყინვებია

შეერთებულ შტატებში ისევ დიდთოვლოა და გაუსაძლისი ყინვებია. უამინდობამ უკვე 27 შტატის მოსახლეობა დააზარალა.

მეტეოროლოგების ინფორმაციით რამდენიმე რეგიონში ტემპერატურის რეკოდრული დაცემის გამო ანომალიური ყინვა ფიქსირდება. უამინდობას მსხვერპლიც მოჰყვა.

ტენესიში, კენტუკისა და პენსილვანიაში გარდაცვლილთა რიცხვმა 30-ს მიაღწია. ძლიერი ყინვების გამო სარკინიგზო და ავიამიმოსვლაა შეფერხებული.

ვაშნგტონის, ნიუ–იორკის, ჩიკაგოსა და დენვერის აეროპორტებში ათას 300 რეისი გადაიდო.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიუკრაინის აღმოსავლეთში მძიმე შეიარაღების გაყვანის პროცესის დასაწყებად ემზადებიან
შემდეგი სტატია“ოსკარის” რიგით 87-ე დაჯილდოების ცერემონია 23 თებერვალს, 04:00 სააათზე გაიმართება