აშშ უკრაინის არმიას “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით” დაეხმარება

news
: news იანვარი 21, 2015 14:22

აშშ უკრაინის არმიას “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით” დაეხმარება

ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების სარდალი ბენ ჰოდჯესი კიევშია. გენერალი უკრაინის დედაქალაქში, ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩავიდა. მისი შეხვედრების მთავარი მიზანია გაირკვეს, რა სახის დახმარება შეიძლება აღმოუჩინოს უკრაინას. დღეს დილით გენერალმა ჰოდჯესმა კიევის ცენტრში ერთი წლის წინ განვითარებული მოვლენების მემორიალი დაათვალიერა. ეს ძირითადად იქნება წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა.

“უკრაინაში ჩამოსვლის მთავარი მიზანი ადგილზე არსებული ვითარების უკეთ გაცნობაა. ასევე, გვინდოდა გვენახა მაიდანზე მემორიალი, რომელიც წარმოუდგენელი მაგალითია ხალხის სულისკვეთებისა და ძალაუფლების. ადამიანები თავისუფლებისთვის ყველაფერს აკეთებენ. იმედი მაქვს, რომ დღეს უფრო მეტ ინფორმაციას შევიტყობ იმის შესახებ, თუ რა ხდება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში,” – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა

მისივე თქმით, რუსეთის პირდაპირი მონაწილეობა სეპარატისტების მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში აშკარაა, რადგან სახეზეა რუსი სამხედროებისა და რუსული სამხედრო ტექნიკის მონაწილეობა დაპირისპირებაში.

“ჩემი აზრით, უკრაინელი ჯარისკაცები ძალიან კარგად მუშაობენ, რადგან ისინი ამ დრომდე უწევენ წინააღმდეგობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებას სწავლების თვალსაზრისით, ჩვენ არალეტალური იარაღითაც ვეხმარებით უკრაინას. ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავრობები სხვა სახის დახმარების შესაძლებლობლობაზე განხილვებს მომავალშიც გააგრძელებენ,” – განაცხადა ბენ ჰოდჯესმა.

news
: news იანვარი 21, 2015 14:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,872
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics