აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 3, 2015 01:59

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს…

მნიშვნელოვანი

  • ,,ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუხარესტში ნაკისრ ვალდებულებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი,, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ ტონი ბლინკენმა.

სხვა სტატიები

„ჩვენ ვაკეთებს ყველაფერს რათა აშშ-საქართველო სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ’-გიორგი კვირიკაშვილი,,ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუხარესტში ნაკისრ ვალდებულებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი,, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ ტონი ბლინკენმა.

“მე დავადასტურე ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის უამრავი საკითხი, დაწყებული საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერით, გაგრძელებული საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას“- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული სტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენტონი ბლინკენმა ქართიის მეხუთე პლენარული სხდომის მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა საქრთველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისათვის. „ჩვენ პატივს ვცემთ დაღუპულთა ჯარისკაცების ხსოვნას და მადლობას გიხდით თქვენი წვლილისთვის მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში’-განაცხდა ბლინკენმა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ. „საქართველოს მომავლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ხალხმა. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარი კონფლიქტამდელ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი დაშვება. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს რუსეთის პროვოკაციულ მოქმედებებზე და მივესალმებით კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაჭრას. მსოფლიოს სჭირდება მშვიდობიანი და აყვავებული საქართველო’-აღნიშნა ბლინეკნმა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, ნატოს  ბუხარესტის სამიტზე, ალიანსმა აიღო ვალდებულება მომავალში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების შესახებ…

www.timer.ge

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 3, 2015 01:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics