აშშ-ს მოქალაქეს ბავშთა პორნოგრაფიის გამო 199 წელი მიუსაჯეს

მექსიკური NDTV-ს ცნობით, მექსიკაში აშშ-ს მოქალაქეს, რომლის სახელი და გვარი არ ხმაურდება, ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადება და გავრცელების გამო, 199 წლიანი პატიმრობა და 96000 დოლარი ჯარიმა მიუსაჯეს.
შემთხვევა მოხდა მექსიკის შტატ კოლიმას ქალაქ მანსანილიოში… სადაც პორნოგრაფიით დაკავებულმა აშშ-ს მოქალაქე, მცირეწლოვანი ბავშვის მშობელს გასამრჯელოს ფასად მოელაპარაკა და გადაღებულ მასალას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ინტერნეტის მეშვეობით აგზავნიდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით პასუხისგებაში მიცემულია აგრეთვე მოზარდის დედა.
აღსანიშნავია, რომ მექსიკაში მსგავსი დანაშაულების გამოსავლენად შექმნილია პოლიციისა და პროკურატურის ცალკეული გვედანაყოფები და კანონებიც ამ დანაშაულებებზე, ბევრად უფრო მკაცრია სხვა ქვეყნებთან შედარებით.