აშშ-სა და ისრაელს შორის ახალი სკანდალი

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 25, 2015 16:18

აშშ-სა და ისრაელს შორის ახალი სკანდალი

მნიშვნელოვანი

  • ამერიკული გაზეთების ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, ირანის მიერ ატომური ენერგიის განვითარებასთან დაკავშირებით, ისრაელის სპეცსამსახური ,,მოსადი,, ფარულად უსმენდა.

სხვა სტატიები

ამერიკული გაზეთების ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, ირანის მიერ ატომური ენერგიის განვითარებასთან დაკავშირებით, ისრაელის სპეცსამსახური ,,მოსადი,, ფარულად უსმენდა.

მოლაპარაკებების მსვლელობის დროს ისრაელის დაზვერვის მიერ მოპოვებულ საიდუმლო ინფორმაციებს, ისრაელის უმაღლესი რამგის პირები და მათ შორის პრემიერი ნეთანიაჰუ, ამერიკულ კონგრესში საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის იყენებდნენ, აცხადებს ამერიკული მედია.

ისრაელის მიერ ჩატარებული ჯაშუშური ოპერაციების შესახებ ინფორმაციები, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ, რომელიც ისრაელის ლობის მიერ კონგრესიდან დიდ ზეწოლას განიცდიდა, ახლახან გაიგო და ეს ინფორმაციები აუცილებლად ისევ გაამწვავებენ აშშ-სა და ისრაელს შორის ბოლო დროს ისედაც პრობლემურ ურთიერთობებს… ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში კრიზისი დაიწყოს, აცხადებენ ამერიკული მედიასაშუალებები.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 25, 2015 16:18