აშშ-მ საავადმყოფოს დაბომბვის გამო ბოდიში მოიხადა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 4, 2015 18:10

აშშ-მ საავადმყოფოს დაბომბვის გამო ბოდიში მოიხადა

"ექიმები საზღვრებს გარეთ": აშშ-ს იცოდა საავადმყოფოს კოორდინატებიავღანეთში აშშ-ს შეიარაღებული ძალების მეთაურმა ჯონ კემპბელმა ქვეყნის პრეზიდენტს აშრაფ განი ახმადზაეს ქალაქ კუნდუზში ავიაციის მიერ დაბომბილი საავადმყოფოს გამო ბოდიში მოუხადა – ამის შესახებ “როიტერსი” წერს. გარდა ამისა, არმიის გენერალმა პრეზიდენტს შეტევის დეტალები გააცნო. ბოლო ინფორმაციით საავადმყოფოს დაბომბვისას 16 ადამიანი გარდაიცვალა.

გუშინ ქალაქ კუნდუზზე შეტევისას საერთაშორისო ორგანიზაციის “ექიმები საზღვრებს გარეთ” საავადმყოფო იქნა დაბომბილი. საავადმყოფოში დაახლოებით 200 ადამიანი იმყოფებოდა.
ნატომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აშშ-მ კუნდუზში “ის ადამიანები დაბომბა, ვინც ამერიკის არმიისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ” და “დაბომბვის შედეგად შესაძლებელია დაზიანდა გვერდით მდებარე საავადმყოფოს შენობა”.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 4, 2015 18:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,068
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics