აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი2-ის შესახებ განცხადებას აკეთებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 7, 2015 00:05

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი2-ის შესახებ განცხადებას აკეთებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი2-ის შესახებ განცხადებას აკეთებსაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი2-ის შესახებ განცხადებას აკეთებს. ამის შესახებ ვაშინგტონიდან კურიერის კორესპონდენტი, დავით ნიკურაძე, იუწყება, რომელმაც რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით კითხვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიურ ბრიფინგზე პრესმდივანს, მარკ ტონერს, დაუსვა.

მარკ ტონერმა კურიერის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ქმედებები, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებას ან აზიანებს მედიაპლურალიზმს, აშკარად შემაშფოთებელია.

ტონერის თქმით, ამერიკა რუსთავი2-ის საქმეზე მიმდინარე მოვლენებს სერიოზულად ვეკიდება და ყურადღებით აკვირდება.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს. დაჟინებით მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი სამართლებლივი პროცესი, რომელიც მედიას უკავშირდება, წარიმართოს მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტებით და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემით.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეერთებული შტატების ხელისუფლება და საერთშორისო საზოგადოება დადებითად აფასებდა საქართველოს თავისუფალ და პლურალისტურ მედიაგარემოს, რაც მთელი რეგიონისთვის მისაბაძად ითვლებოდა.

ქმედებები, რომელიც საფრთხეს უქნის ამ გარემოს, ზღუდავს მედიის თავისუფლებას ან აზიანებს მედიაპლურალიზმს, აშკარად შემაშფოთებელია, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და ვაკვირდებით,” – განაცხადა მარკ ტონერმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 7, 2015 00:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics