აშშ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს რეგიონებად მიიჩნევს

ამერიკა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს რეგიონებად მიიჩნევს

1421047045_sagareo99საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის სავიზო პოლიტიკის შერბილების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.
“ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება” – განაცხადეს საგარეო უწყებაში.
რაც შეეხება შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში, როგორც საელჩოში აცხადებენ, აფხაზური პასპორტებისადმი ამერიკის დამოკიდებულება არ შეცვლილა და ამერიკა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს რეგიონებად მიიჩნევს.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩისლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის იმ მცხოვრებთათვის, რომლებიც აფხაზეთში რუსეთის საკონსულოს მიერ გაცემულ რუსულ პასპორტებს ფლობენ, შეერთებულმა შტატებმა სავიზო პოლიტიკა შეარბილა. იგივე საკითხის დაყენებას დე ფაქტო ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების წინაშეც, ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე გეგმავს.

 ამერიკა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს რეგიონებად მიიჩნევს

,ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენი მუშაობისა ჟენევის მოლაპარაკებებში, იქნება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკის განხილვა აფხაზეთთან მიმართებაში. აშშ-მ უკვე მოხსნა ყველა შეზღუდვა აფხაზეთიდან ჩასული რუსულპასრორტიანი მოქალაქეებისთვის, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნებთან: გერმანია, იტალია, ბელგია, საფრანგეთი… გვაქვს ძალიან დიდი პრობლემები. საუბარია აგრეთვე ისეთი დოკუმენტების აღიარებაზე, როგორიცაა განათლების, დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების დამამტკიცებელი დოკუმენტები. ამ პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით, ივნისის თვეში, ჟენევაში გაიმართება საინფორმაციო სესია, სადაც ექსპერტები გამოხატავენ თავიანთ აზრს და ამ პრობლემის კვიპროსისა და ტაივანის მოდელების გათვალისწინებით მოგვარებაზე. ჩვენ ვეცდებით დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უფლებები და წარმატების იმედიც გვაქვს ,, განაცხადა ჩირიკბამ.

წინა სტატიაშითუ გასაღების ძებნა ისევ რუსეთში დავიწყეთ არაფერი გამოვა–პაატა ზაქარეიშვილი
შემდეგი სტატიალიბიაში ტერაქტებს 20 ადამიანი ემსხვერპლა