აქციის მონაწილეეები “კოლმეურნეობის მოედნიდან” “თავისუფლების მოედნისკენ” მიემართებიან

news
ავტ.: news მარტი 21, 2015 15:57

აქციის მონაწილეეები “კოლმეურნეობის მოედნიდან” “თავისუფლების მოედნისკენ” მიემართებიან

“კოლმეურნეობის მოედნიდან” “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების მსვლელობა “თავისუფლების მოედნის” მიმართულებით დაიწყო.
მსვლელობის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით “დავასრულოთ ივანიშვილის მმართველობა”.
მსვლელობას წინ მოუძღვებიან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოს, უკრაინის, ევროკავშირისა და ნატოს დროშები. მსვლელობის მონაწილეები “თავისუფლების მოედანზე” შეკრებილ ხალხს შეუერთდებიან. ასევე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე, “კოლმეურნეობის მოედნიდან” თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
მსვლელობის მონაწილეებს დაკავებული აქვთ მთელი საავტომობილო გზა. მასში მონაწილეობას იღებენ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები, მათ შორის ქვემო ქართლიდან და კახეთიდან.

news
ავტ.: news მარტი 21, 2015 15:57