აფხაზური ენის და ლიტერატურის გამოცდები სოხუმის მე-10 სკოლის 21 მოსწავლედან 15-მა ვერ ჩააბარა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 10, 2015 22:35

აფხაზური ენის და  ლიტერატურის გამოცდები სოხუმის მე-10 სკოლის 21 მოსწავლედან 15-მა ვერ ჩააბარა

აფხაზური ენის და ლიტერატურის გამოცდები სოხუმის მე-10 სკოლის 21 მოსწავლედან 15-მა ვერ ჩააბარა.

“სკოლაში ექსპერიმენტალურ პროგრამას მე-11 კლასელები პირველი კლასიდან გადიან. მოსწავლეებს საკუთარი ენის შესწავლაში მხარდაჭერა მშობლებისგან არ ჰქონიათ და ექსპერიმენტულმა კლასმაც შედეგები არ მოიტანა”-აცხადებს სკოლის დირექტორი ლარისა ბარციცი. მისი თქმით შედეგები მშობლებზე იყო დამოკიდებული და მათი მიდგომაზე აფხაზური ენისადმი. «მშობლები შვილებს სკოლაში იმიტომ ატარებენ, რომ ენა შეისწავლონ, მაგრამ თუკი მათ ოჯახიდანაც არა აქვთ მხარდაჭერა, პროცესი რთულდება, რომლის შედეგებიც გამოცდებმა აჩვენეს» – ამბობს დირექტორი.

აფხაზური ენის და ლიტერატურის გამოცდები სოხუმის მე-10 სკოლის 21 მოსწავლედან 15-მა ვერ ჩააბარა

 

«მე ბავშვებს მეხუთე კლასიდან ვასწავლი. კლასში ისხდნენ ისინიც ვინც ენა იცის და  ვინც ენა არ იცის» – ამბობს აფხაზური ენის და ლიტერატურის მასწავლებელი. მისი თქმით, არსებული პროგრამა არ არის განკუთვნილი იმ ბავშვებისთვის, რომელთაც არ იციან აფხაზური ენა. «იმას, რომ სპეციალური პროგრამა საჭიროა, ვამბობ დიდი ხნის მანძილზე. ვფიქრობ, განათლების სამინისტრომ მიდგომები უნდა შეცვალოს. ჩვენ თავდაპირველად გვითხრეს, რომ რუსულ სკოლაში მივდიოდით, მაგრამ ჩვენ აფხაზები ვართ და გვინდა ჩვენმა შვილებმა საკუთარი ენა ისწავლონ. თუკი ეს პროგრამა არ შეიქმნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვები ვერასდროს ისწავლიან ენას» – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.
აფხაზური ენის და ლიტერატურის გამოცდები სოხუმის მე-10 სკოლაში ჩატარდა. გამოცდას აფხაზეთის დე-ფაქტო განათლების მინისტრი ადგურ კაკობა ესწრებოდა.

გალის მოსწავლეები აფხაზური პროგრამით ისწავლიან

 

მიუხედავა ამ ფაქტისა აფხაზეთის დე-ფაქტო განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი გვარამია აცხადებს, რომ გალის რაიონის ყველა სკოლა სწავლის აფხაზურ სტანდარტებს დანერგავს. მისი თქმით, დღის წესრიგში დგას არა ის, რომ გალის რაიონის სკოლებში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს, არამედ ის, რომ სასწავლო გამოცემები საქართველოს განათლების სამინისტროს ექვემდებარება.
«წიგნები, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტრო გამოსცემს, გარკვეულ იდეოლოგიურ გადახრებს შეიცავს, რაც არა თუ უსარგებლოა აფხაზეთის მოსახლეობისთვის, არამედ სახიფათოა სახელმწიფოსთვის» – განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, ცნობილია ასევე ის ფაქტები, რომ მასწავლებლები ხელფასს საქართველოს განათლების სამინისტროდან იღებენ. «ეს საქართველოს მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკაა, შესაბამისად, აფხაზეთის ტერიტორიაზე ეს უნდა შეწყდეს» – ამბობს გვარამია.
მისი აზრით, მოსწავლეები, რომლებიც ქართული განათლების სისტემით იღებენ ცოდნას, შესაბამისად აფხაზეთში ვერ ხედავენ საკუთარ თავს, რაც აუცილებლად მომავალი წლიდან შეიცვლება და შეწყდება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 10, 2015 22:35