ე.წ აფხაზი დეპუტატის სკანდალური განცხადება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 24, 2015 12:16

ე.წ აფხაზი დეპუტატის სკანდალური განცხადება

მნიშვნელოვანი

  • აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილს, რჩება შტაბეჭდილება, რომ ადგილი აქვს აფხაზეთის მიმართ დაუფარავ შანტაჟს რუსეთის არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკების მხრიდან.

სხვა სტატიები

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის წევრმა ლეონიდ ჩამაგუამ დე-ფაქტო პრემიერ არტურ მიქვაბიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების რეალიზების შეფერხებებთან დაკავშირებით, აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილს, რჩება შტაბეჭდილება, რომ ადგილი აქვს აფხაზეთის მიმართ დაუფარავ შანტაჟს რუსეთის არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკების მხრიდან.

ჩამაგუას განცხადებით, რუსეთის მხრიდან აფხაზეთისთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას ყოველწლიურად თან მოყვება დამატებითი მოთხოვნები და ეს იმ დროს, როცა რუსეთი თავის დაპირებებს არ ასრულებს… კერძოდ კი, რუსეთი არც საკუთარ საზღვარზე ამსუბუქებს გადასვლის რეჟიმს და არც აფხაზეთის საზღვრის გამაგრებაში ხარჯავს დამატები ძალისხმევას.

,,ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთმა ამ ფორმით წარმოადგინა საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთისგან ფული  მივიღოთ, ხელი არ უნდა მოეწეროს,, აცხადებს ჩამაგუა ე.წ. პრემიერ მიქვაბიასთან ახალ წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე საუბრისას.

ჩამაგუამ ასევე აღნიშნა, რომ რუსული ფინანსური დახმარება, რომელსაც რუსი ჩინოვნიკები საკუთარი დამატებითი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იყენებენ, არ აღემატება იმ თანხას, რაც აფხაზეთმა თავის ტერიტორიაზე რუსული ბაზის განთავსებისათვის შეიძლება მოითხოვოს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის კიდევ ერთმა წევრმა ბესლან ცვინარიამ, რომელმაც რუსეთის ფინანსურ  დახმარებას დამამცირებელი უწოდა, პარლამენტს კი რუსულ დახმარებაზე უარის თქმა და სამხედრო ბაზის გამო თანხის მოთხოვნა ურჩია.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 24, 2015 12:16

Google სტატისტიკა


58,429
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics