აფხაზი არქიმანდრისტის ღია წერილი რუსეთს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 22, 2015 01:22

აფხაზი არქიმანდრისტის ღია წერილი რუსეთს

აბხაზი არქიმანდრისტის ღია წერილი რუსეთანტიქართული განწყობებით ცნობილმა აფხაზმა სასულიერო პირმა, არქიმანდრიტმა დოროფეიმ (დრაბ) , გუშინ ღია წერილით მიმართა რუსეთის ტელე-რადიომაუწყებლობის კომპანიის გენერალურ დირექტორს ოლეგ დობროდეევს, სადაც მან სინანული და გულისტკივილი გამოთქვა რუსული ტელეარხ ,,როსია-1,,ს მიერ 2014 წლის 29 დეკემბერს, პროგრამა ,,ვესტში,, გასული სიუჟეტის გამო, სადაც მისი როგორც სასულიერო პირის მსახურება, განხილული იქნა, როგორც ,,რასკოლნიკური,, და რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო.
თავად არქიმანდრიტი, წერილში თავის თავს წარმოაჩენს, როგორც აფხაზური მარლთმადიდებლური ეკლესიის შექმნაზე მოღვაწე საულიერო პირს, რომელსაც როგორც რუსულ, ასევე აფხაზურ ეკლესიებში მოკალათებული მაღალი იერარქიების წარმომადგენლები ებრძვიან და როგორც წერილიდან ირკვევა, მას რუსული ტელევიზიაც, ღვთისმსახურების უფლებაჩამორთმეულად მოიხსენიებს. არქიმანდრიტ დოროფეის, წერილში მოჰყავს ციტატა რუსული ტელეარხის სიუჟეტიდან სადაც ნათქვამია: ,,აკრძალული იერომონახის დოროფეის (დრაბ) მოღვაწეობა მიმართულია აფხაზური ტერიტორიის საქართველოს მარლთმადიდებლური ეკლესიისგან ჩამოცილებისკენ, რასაც არც ქართული მარლთმადიდებლური ეკლესია, არც მსოფლიო პატრიარქი და არც რუსული მარლთმადიდებლური ეკლესია არ ამართლებს და მხარს არ უჭერს,, არქიმანდრიტი დოროფეი აცხადებს, რომ მისი ოპონენტები ავტომატურად დგანან ქართული მარლთმადიდებლური ეკლესიის მხარეს, რადგან ისინი დასაშვებად მიიჩნევენ აფხაზური ტერიტორიის ქართული მარლთმადიდებლური ეკლესიის გავლენის ქვეშ ყოფნას… და აქედან გამომდინარე ის სვამს კითხვას, ყოველივე ამის შემდეგ, თუ ვინ უფრო მოწადინებულია აფხაზეთში აფხაზური მარლთმადიდებლური ეკლესიის შექმნით, ის თუ მისი ოპონენტები, რომელთაც აფხაზური ტერიტორიის ქართული ეკლესიის გავლენის ქვეშ დატოვება სურთ? და ვინ უფრო ეწინააღმდეგება რუსეთის, რომელმაც სცნო აფხაზეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, სახელმწიფო ინტერესებს?
წერილის ბოლოს, რუსი ჟურნალისტებისაგან გაწბილებული აფხაზი სასულიერო პირი დოროფეი, ადრესატებს სიმართლისა და მართალი სიტყვის მსახურებისკენ მოუწოდებს.

აბხაზი არქიმანდრისტის ღია წერილი რუსეთ

 

 

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 22, 2015 01:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,337
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics