
“ვიცი, რომ არსებობს გარკვეული ეჭვი. ადამიანები ამ საკითხს ძალიან მძაფრად სვამენ და ამბობენ, რომ ეს არაფრით არ შეიძლება. ომის შემდეგ, მთელი ამ ხნის მანძილზე სახლები და მიწები არ გაყიდულა ჩვენთან? ამაზე გარკვეული ადამიანები არ ითბობენ ხელს? არ ყიდიან და მოგებას არ ნახულობენ? მოდით, სრულყოფილი გავხადოთ ჩვენი კანონი. მოდით, დავაკანონოთ ეს პროცესი, რომ უძრავი ქონება ჩვენ გვქონდეს კონტროლ ქვეშ” – განაცხადა ხაჯიმბამ.
მან უძრავი ქონების გაყიდვის მექანიზმების შემუშავება და მათი ნეგატიური შედეგების გამოთვლა დაავალა სხდომის მონაწილეებს.















