აფხაზეთში, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 8, 2015 17:42

აფხაზეთში, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება

მნიშვნელოვანი

  • დამოუკიდებელ საფეხბურთო ასოციაციათა კონფედერაციის (ConIFA) აღმასრულებელმა საბჭომ, ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2016 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი აფხაზეთში გაიმართოს...

სხვა სტატიები

TIMER-AAდამოუკიდებელ საფეხბურთო ასოციაციათა კონფედერაციის (ConIFA) აღმასრულებელმა საბჭომ, ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2016 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი აფხაზეთში გაიმართოს… ამის შესახებ ინფორმაცია თავად ამ ორგანიზაციის საიტზე დევს.

,,ჩვენ ბედნიერები და ამაყები ვართ გაცნობოთ, რომ 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აფხაზეთში ჩატარდება. ConIFA-ს აღმასრულებელმა საბჭომ, ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების საშუალება მისცეს ამ ლამაზ ქვეყანას შავი ზღვის სანაპიროზე,, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან ვიზების არ გაცემის გადაწყვეტილებამ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრებებისათვის, რომლებიც ამ ქვეყანაში გამართულ ConIFA-ს ევროპის ჩემპიონატზე იყვნენ მიწვეულნი…

,,უნგრეთის ხელისუფლებამ ჩვენ გაგვხადა მსხვერპლი პოლიტიკური და დიპლომატიური სტრატეგიის. სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით თავიდან აგვეცილებინა ეს. ჩვენ აღგვაშფოთა იმ ფაქტმა, რომ არ ყოფილა დასახელებული არც ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მიიღეს ვიზის გასაცემი ანკეტები. ყველა ფორმალობების დაცვის დადასტურება კი, ადრევე გვქონდა  მიღებული,, ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ უნგრეთმა ამ საქციელით დაარღვია ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციის მე-13-ე მუხლი, რომელიც ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს…  ამასთან დაკავშირებით ConIFA აპირებს მიმართოს ადამიანის უფლებათა დამცველ ევროპულ ორგანიზაციებს და იმედი აქვს ამ საქმეს გამოიძიებენ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაცია, თითქმის შექმნის დღიდან (2013 წ.) არის გაწევრიანებული ConIFA-ში და რეგულარულად თამანამშრომლობს მასთან. შეგახსენებთ, რომ ConIFA აერთიანებს 25-ზეე მეტი ქვეყნისა თუ ავტონომიური რესპუბლიკის საფეხბურთო ფედერაციას, რომლებიც ოფიციალურად ფიფას წევრები არ არიან.

აფხაზური მედია და აფხაზეთის ე.წ. საფეხბურთო ფედერაციის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიდნენ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა მათი საფეხბურთო ნაკრები 2015 წლის ConIFA-ს ევროპის ჩემპიონატზე არ მოხვედრილიყო, ამ ორგანიზაციიდან მიღებული სასიხარულო ინფორმაციისაგან ეიფორიაში არიან…

მიუხედავად ეიფორიისა… როგორც ცნობილია, აფხაზებს თანამედროვესთან მიახლოებული მხოლოდ ერთი, ხელოვნურსაფარიანი, 4500 კაციანი სოხუმის ,,დინამოს,, სტადიონი აქვთ…

www.timer.ge 

/სოხუმის ,,დინამოს,, სტადიონის გახსნა – ვიდეო/

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 8, 2015 17:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,285
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics