აფხაზეთში პოლიციის უფროსის მანქანა დაცხრილეს…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 17, 2015 00:43

აფხაზეთში პოლიციის უფროსის მანქანა დაცხრილეს…

მნიშვნელოვანი

  • 16 ივლისს საღამოს, აფხაზეთის ტერიტორიაზე, ფსოუ-ენგურის მაგისტრალის გუდაუთის მონაკვეთზე, სოფელ პსირცხასთან, აფხაზეთის დე-ფაქტო შსს-ს ახალი ათონის რაიონული პოლიციის უფროსის სამსახურეობრივ მანქანას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.

სხვა სტატიები

16 ივლისს საღამოს, აფხაზეთის ტერიტორიაზე, ფსოუ-ენგურის მაგისტრალის გუდაუთის მონაკვეთზე, სოფელ პსირცხასთან, აფხაზეთის დე-ფაქტო შსს-ს ახალი ათონის რაიონული პოლიციის უფროსის სამსახურეობრივ მანქანას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ათონის პოლიციის უფროსს ნური სმირს, დაუდგენელი პირები სხვა მანქანით აედევნენ და პირდაპირ მანქანიდან გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც პოლიციის უფროსის სამსახურეობრივ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა სმირმა შეძლო დიდი სისწრაფით მიმავალი ალმოდებული მანქანის გაჩერება და იქიდან უვნებლად გადმოსვლა.

როგორც აფხაზური მედია იტყობინება, შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ აფხაზეთის დე-ფაქტო შსს-ს მინისტრი ბესლან ხაგბა და ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც დამნაშავის დასაკავებლად ამ დრომდე მუშაობენ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 17, 2015 00:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics