აფხაზები სოხუმის ქუჩებს სახელებს უცვლიან…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 31, 2015 12:25

აფხაზები სოხუმის ქუჩებს სახელებს უცვლიან…

სოხუმში და აფხაზეთის სხვა ქალაქებში აქტიურად მიმდინარეობს ქუჩებისთვის სახელის შეცვლის პროცედურები…

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, თუ ადრე საქართველოსთან ასოციაციაში მყოფ ქუჩის სახელწოდებებს ცვლიდნენ, ახლა იმ ქუჩის სახელების შეცვლაც დაიწყეს, რომელიც რუსეთთან და საბჭოთა წარსულთან ასოცირდება… ასე მაგალითად, 29 მაისს სოხუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატთა მოთხოვნით, ჩელუსკინელების ქუჩას აფხაზეთის ე.წ. გმირის ბესლან ჯელიას ქუჩა ეწოდა…

ცნობისთვის,  ბესლან ჯელიას,  რომელსაც ქართველების წინააღმდეგ ბრძოლა 10 დღეზე მეტი არ დასცალდა, აფხაზეთის გმირობა სოხუმის ,,წითელ ხიდთან,, აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების დღეეს, 1992 წლის 14 აგვისტოს, პირველი ქართული ტანკის აფეთქების გამო მიენიჭა.  24 აგვისტოს კი, ის სოფელ შრომასთან, სოხუმის დაცვაში მდგარ ქართულ შენაერთთან შეტაკების დროს მოკლეს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 31, 2015 12:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics