აფხაზები სოხუმის აეროპორტის ამუშავებას გეგმავენ

Airport_Sukhum_viewაფხაზები სოხუმის აეროპორტის, რომელიც ახლა ვლადისლავ არძინბას სახელს ატარებს, რეკონსტრუქციას და ამუშავებას გეგმავენ. ამ მიზნით მათ, აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ, რუსულ კომპანია ,,აეროპორტ დეველოპმენტ,,თან 2014 წლის 14 ნოემბერს ხელშეკრულებაც გააფორმეს.
აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის მრჩეველის ამირან ლაგვილავას განცხადებით, დაქირავებულ კომპანიასთან ერთად მიმდინარეობს ერთობლივი ინტენსიური მუშაობა და ერთ თვეში პრეზიდენტს წარედგინება სოხუმის ვლადისლავ არძინბას აეროპორტის განვითარების გეგმა. ,,აეროპორტის მთლიან რეკონსტრუქციას წელიწადნახევარი დაჭირდება, მაგრამ დროებითი სქემით მისი ამუშავება უკვე წლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება. ჩვენ ვაწარმოებთ მოლპარაკებებს სხვადასხვა ავიაკომპანიებთან და სოხუმში ფრენასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემებს არ ველოდებით, მთავარია აერონავიგაციისა და განათების პრობლემები მოვაგვაროთ ,, განაცხდა ლაგვილავამ აფხაზური ტელევიზიის გამოსვლისას.25154

წინა სტატიაში“ზონა news” –სი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაუკრაინის სასჯელაღსრულების სპეცრაზმის ხელმძღვანელად მეგის ქარდავა ინიშნება?