აფხაზები სახელმწიფო მოსასმსახურეებს ნარკოტიკებზე შეამოწმებენ

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 22, 2015 00:54

აფხაზები სახელმწიფო მოსასმსახურეებს ნარკოტიკებზე შეამოწმებენ

მნიშვნელოვანი

  • აფხაზეტის დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე თითოეული მოქალაქე ვალდებულია, ნარკოტიკებისა და ფსიქონტროპული ნივთიერების მოხმარებზე გამოკვლევა ჩაიტაროს

სხვა სტატიები

1100929ce10c721cac00963df69d3ca3_XLაფხაზეტის დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე თითოეული მოქალაქე ვალდებულია, ნარკოტიკებისა და ფსიქონტროპული ნივთიერების მოხმარებზე გამოკვლევა ჩაიტაროს… აცხადებს აფხაზური მედია.

დადგენილების მიხედვით, ყოველი სახელმწიფო მოსამსახურე, ასეთ გამოკვლევას სამსახურში მიღებამდე ჩაიტარებს… ხოლო უკვე მომუშავე პირებს, წელიწადში ერთხელ მოუწევთ მსგავსი ტესტის გავლა… გამონაკლისი მოხდება სამართალდამცავ ორგანოებში, სადაც თანამშრომლებს მსგავსი ტესტის გავლა ერთზე მეტჯერ… ხელმძღვანელის შეხედულებებისამებრ მოუწევთ.

,,სამწუხაროთ ვალდებული ვიყავით მსგავსი დადგენილება მიგვეღო… რადგან ნარკო-დამოკიდებულთა რიცხვის ზრდის ტენდენციაა ქვეყანაში. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ნარკომანები მოხვდნენ სახელმწიფო თანამდებობებზე,, განაცხადა აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერმა არტურ მიქვაბიამ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 22, 2015 00:54

Google სტატისტიკა


4,917
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics