აფხაზები თხილის გატანაზე გადასახადს აწესებენ…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 19, 2015 03:40

აფხაზები თხილის გატანაზე გადასახადს აწესებენ…

მნიშვნელოვანი

  • აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გალის რაიონული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ დე-ფაქტო პრემიერმინისტრ არტურ მიქვაბიას მიმართეს, რათა მან და აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ თხილის გატანაზე გადასახადი დააწესოს...

სხვა სტატიები

abxaz-fundukაფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გალის რაიონული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ დე-ფაქტო პრემიერმინისტრ არტურ მიქვაბიას მიმართეს, რათა  მან და აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ თხილის გატანაზე გადასახადი დააწესოს…

ე.წ. გალის რაიონული დეპუტატების სათათბიროს სახელით გაკეთებულ მიმართვაში, გალის ადმინისტრაცია აფხაზეთის ე.წ. საზღვრის მთელს პერიმეტრზე, თხილის გადატანისათვის 1-კგ. პროდუქციაზე 25 რუბლი გადასახადის დაწესებას ითხოვს და აცხადებს, რომ ამ გადასახით შეკრებილი თანხებიდან 50%, ცენტრალური ბიუჯეტიდან  თხილის ძირითად მწარმოებელ 3 აფხაზური რაიონის ბიუჯეტს უნდა დაუბრუნდეს…

გალის ხელისუფლება აგრეთვე ითხოვს, რომ 2016 წლიდან მრავალწლიანი სასოფლოსამეურნეო კულტურებით გაშენებულ და არენდით გაცემულ ნაკვეთებზეც შემოიღონ გადასახადი.

www.timer.ge

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 19, 2015 03:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics