აფხაზების ე.წ. მინისტრი ჟენევის დისკუსიით კმაყოფილი არ არის

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 11, 2015 01:01

აფხაზების ე.წ. მინისტრი ჟენევის დისკუსიით კმაყოფილი არ არის

მნიშვნელოვანი

  • აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩიკირბამ ჟენევის დისკუსიის მიმდინარე რაუნდზე უკმაყოფილება გამოთქვა.

სხვა სტატიები

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩიკირბამ ჟენევის დისკუსიის მიმდინარე რაუნდზე უკმაყოფილება გამოთქვა. მისი თქმით: «როცა პარტნიორები შენში პარტნიორებს არ ხედავენ ეს ძალიან რთულია. ეს ქართული მხარის პრობლემაა, რომელიც სრულიად არაადექვატურად აფასებს პოლიტიკურ რეალობას. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა » – განაცხადა ჩიკირბამ.
3 ივნისს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციასთან «აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მდგომარეობა» დაკავშირებით ჩიკირბამ თქვა:
«ბოლო რეზოლუცია, რომელიც საქართველომ მოიტანა გენერალურ ასამბლეაზე პრობლემის კონსტრუქციული გადაჭრისთვის არაფერს გვაძლევს. პირიქით, ის ნევროზულობას და ამბიციებს მატებს ისედაც რთულ დიალოგს და სიტუაციას ართულებს. გარდა ამისა, ის აბსოლუტურად უსარგებლოა. არავინ არსად არ დაბრუნებულა და რა დაბრუნდება. ეს უბრალოდ, წმინდა პოლიტიკური თამაშია. თუკი საქართველო უპირატესობას ანიჭებს თამაშებს რეალურ საქმესთან შედარებით, ეს მისი არჩევანია» – განაცხადა ჩიკირბამ და დაამატა, რომ აფხაზური მხარე დიალოგის გაგრძელებას აპირებს იმის მიუხედავად, როგორი რთულიც არ უნდ აიყოს ის

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 11, 2015 01:01

Google სტატისტიკა


7,349
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics