აუდიტის სამსახურმა 210 მლნ ლარის ფინანსური დარღვევები გამოავლინა

news
: news ივნისი 12, 2015 14:23 განახლებულია

აუდიტის სამსახურმა 210 მლნ ლარის ფინანსური დარღვევები გამოავლინა

მნიშვნელოვანი

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასულ წელს ჩატარებული ფინანსური შემოწმების შედეგად 210 მილიონი ლარის ოდენობის დარღვევები გამოავლინა.

სხვა სტატიები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასულ წელს ჩატარებული ფინანსური შემოწმების შედეგად 210 მილიონი ლარის ოდენობის დარღვევები გამოავლინა.
გენერალური აუდიტორის წლიური მოხსენების თანახმად, რომელიც პარლამენტშია შესული, ჩატარებული აუდიტების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში 555 ათასი ლარი დაბრუნდა.
ოფიციალური ინფორმაციით, შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს 64 ანგარიში მიეწოდათ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2014 წელს სულ 114 აუდიტი ჩაატარა, რომელთა შორის 65 ფინანსური აუდიტი, 43 შესაბამისობის, 5 ეფექტიანობის და 1 ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიანობის აუდიტი იყო. აუდიტორული საქმიანობით სამსახურმა საერთო ჯამში მოიცვა 5.1 მილიარდი ლარი.
შემოწმების შედეგად აღნიშნულმა სამსახურმა საჯარო ფინანსების მართვაში არსებული სულ 89 სისტემური ხარვები გამოავლინა და მათ გამოსასწორებლად 60 რეკომენდაცია გასცა.
აუდიტორული საქმიანობით 2012-2014 წლების განმავლობაში ცალკეულ უწყებებზე გაცემულ იქნა 745 რეკომენდაცია.

news
: news ივნისი 12, 2015 14:23 განახლებულია

დღის ფოტო

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,061
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics