ასტრონავტმა კოსმოსში ჩაწერილი მუსიკალური ალბომი გამოუშვა (ვიდეო)

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 11, 2015 17:54

ასტრონავტმა კოსმოსში ჩაწერილი მუსიკალური ალბომი გამოუშვა (ვიდეო)

კანადელმა ასტრონავტმა კრის ჰედფილდმა მუსიკალური ალბომი გამოუშვა, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ ცენტრში კოსმოსში ჩაიწერა – ამის შესახებ ჰედფილდმა საკუთარ ტვიტერ გვერდზე დაწერა.

“მუსიკა საზღვრებს გარედანაა. ალბომი Space Sessions დღეს გამოვიდა და მე მიხარია. ალბომი დედამიწისთვის უკვე ხელმისაწვდომია” – დაწერა ჰედფილდმა.
ალბომს ქვია “Space Sessions: Songs From a Tin Can” და მასში 11 სიმღერა შედის, მათ შორის დევიდ ბოუვის ერთ-ერთი სიმღერის ქავერი.
ალბომი ხელმისაწვდომია Itunes, Google Play-სა და Amazon-ზე. SoundCloud-ზე კი ჰედფილდი ალბომის შესახებ ყვება.
ალბომის ფასი 12,9 დოლარია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 11, 2015 17:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics