“არ გამოვრიცხავ, რომ ბოკერიას, სააკაშვილს, მიზნად ჰქონოდათ გვარამიას მსხვერპლად შეწირვა”

news
ავტ.: news ოქტომბერი 30, 2015 14:54

“არ გამოვრიცხავ, რომ ბოკერიას, სააკაშვილს, მიზნად ჰქონოდათ გვარამიას მსხვერპლად შეწირვა”

მნიშვნელოვანი

  • საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაბნეულია იმ სიტუაციით, რაც განვითარდა ქვეყანაში.

სხვა სტატიები

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაბნეულია იმ სიტუაციით, რაც განვითარდა ქვეყანაში.

დეპუტატის თქმით, სხვაა რეალობა და სხვაა ის მოსაზრებები, რომლებიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას და ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს გააჩნიათ.

ვოლსკი უკრაინული გამოცემის მიერ გავცრელებულ ფარულ ჩანაწერებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, “ნაციონალური მოძრაობა” გარკვეული ვნებათაღლევის გამოწვევას აპირებდა ქვეყანაში, რაც არ გამოუვიდა.

“როგორც ჩანს, სააკაშვილი წყობილებიდანაა გამოსული, რომელმაც ჩათვალა, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმა გახდა საჭირო. ნიკა გვარამიას ჩატარებული ბრიფინგი, ეს არის დაბნეული ადამიანის ბრიფინგი, რომელიც პასუხისმგებლობას ვერ იღებს არა თუ უცხო პირების მიმართ, არამედ, თავისი თანამშრომლების მიმართ, შესანიშნავი გოგოები, ბიჭები, რომლებიც საკმაოდ პროფესიონალურად მუშაობენ და არასწორ დავალებებს ასრულებენ ხშირად. სიუჟეტები კეთდება გარკვეული პოლიტიკური ანგაჟირებებით და არაფერი გასაკვირი არ ხდება. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში არიან მაუწყებლები, რომლებიც ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს გამოხატავს, არც დეზინფორმაციაშია რაიმე გასაკვირი. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ასეთი ფაციფუცით აპირებდნენ გარკვეული პროცესების დაძვრას საქართველოში. არ გამოვრიცხავ, რომ ბოკერიას, სააკაშვილს, მიზნად ჰქონოდა გვარამიას მსხვერპლად შეწირვა და ამასთან დაკავშრებით, “რუსთავი 2″-ის მთელი კოლექტივის დარაზმვა გარკვეული ფიგურების გარშემო. მაგრამ ისინი რეალობას ვერ აფასებენ”, – განაცხადა ვოლსკიმ “პირველ პრესკლუბში”.

მისი თქმით, ჩაკეტილი სექტანტური ჯგუფი, რომელიც მოქმედებს, ვერ ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ თუნდაც ამ ტელეკომპანიაში, აქვთ მოსაზრებები, რომელიც ერთ პოლიტიკურ ჩარჩოში არ არის მოქცეული.

news
ავტ.: news ოქტომბერი 30, 2015 14:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics