“არ გამოვრიცხავ რევოლუციურ სცენარს და დაახლოებით, 2003 წლის პროცესების განვითარებას”

news
ავტ.: news ოქტომბერი 7, 2015 14:56

“არ გამოვრიცხავ რევოლუციურ სცენარს და დაახლოებით, 2003 წლის პროცესების განვითარებას”

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა“ არჩევენებამდე დარჩენილი 1 წლის წარმართვას საკუთარი დღის წესრიგის მიხედვით შეეცდება.

როგორც ლაგაზიძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, ის არ გამორიცხავს რევოლუციურ სცენარს და მოვლენების 2003 წლის მსგავსად განვითარებას. ამასთან, მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს ერთიანი ოპოზიის სახელით დაელაპარაკება.

„თვალსაჩინოა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი სახასიათო შტრიხი – ოპოზიციის გარშემო შემოკრება. გადამწყვეტ მომენტში „ნაციოანლები“ ხალხს დაელაპარაკებიან, როგორც ერთიანი ოპოზიციური სხეულის ნაწილი, თუნდაც ლიდერი ნაწილი, იმიტომ, რომ გაანეიტრალონ აგრესია, რომელიც მათ მიმართ დღემდე არის შემორჩენილი. დღეს, დანარჩენი ოპოზიცია „ნაციონალების“ თვალში აღიქმება, როგორც ერთგვარი ფარი“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

მისი თქმით, თუ ოპოზიციამ გაერთიანება მოახერხა და არჩევნებში თეორიული თუ რეალური დარღვევების გასაჩივრება დაიწყო, ასეთ შემთხვევაში, რევოლუციური სცენარი გამორიცხული არ არის.

„თუკი ოპოზიცია რეალურად გაერთიანდება და მათ თეორიული თუ რეალური დარღვევების გასაჩივრება დაიწყეს, ასეთ შემთხვევაში, სწორედ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს, წინა პლანზე სხვა ოპოზიციური ძალები გამოვიდენ. ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია, ასევე სასამართლოების პოზიცია იმიტომ, რომ დავების ნაწილი შეიძლება სასამართლოში გადავიდეს, საარჩევნო ოლქების შედეგების გაუქმების მოთხოვნით. მნიშვნელოვანი იქნება, თავისთავად, პრეზიდენტის პოზიციაც. ასე რომ, საკმაოდ, ტურბულენტურ ფაზაში შევდივართ. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ რეალურად გახდება ანგარიშგასაწევი მეტოქე. არ ვგულისხმობ იმას, რომ ისინი ხელისუფლებაში არჩევნების მეშვეობით დაბრუნდებიან, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ რევოლუციურ სცენარს და დაახლოებით, 2003 წლის პროცესების განვითარებას“, – აღნიშნა ექსპერტმა.

ექსპერტის შეფასებით, სოციალური უკმაყოფილების გამოწვევა ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებუილი. ამასთან, ლაგაზიძე აქვე დასძენს, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიზღვიოს თავი და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დაემსგავსოს.

news
ავტ.: news ოქტომბერი 7, 2015 14:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics