არც საქართველოს და არც უკრაინას არ დაუწყიათ ომი-გიორგი მარგველაშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 24, 2015 19:12

არც საქართველოს და არც უკრაინას არ დაუწყიათ ომი-გიორგი მარგველაშვილი

არც საქართველოს და არც უკრაინას არ დაუწყიათ ომიარც საქართველოს და არც უკრაინას არ დაუწყიათ ომი, – ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა “День”-თან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
“არც ერთ ქვეყანას, უკრაინის ჩათვლით, არ სურს ომი. არც საქართველოს, არც უკრაინას არ დაუწყიათ ომი. ასე რომ ჩვენი მხრიდან რაციონალური მიდგომა პრევალირებს. ჩვენ ველით ძალიან პრინციპულ პოზიციას ჩვენი პარტნიორების მხრიდან. რა თქმა უნდა, საუბარია არა ომზე ორიენტირებაზე, არამედ ჩვენი სახელმწიფოების თავდაცვისუნარიანობასა და სტაბილიზაციაზე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი არ იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიდგომამ რუსეთთან მიმართებაში არაფერი მოიტანა.
“პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში ერთადერთი სწორი გზაა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ერთის მხრივ, გვაქვს პოზიტივი კულტურულ და სავაჭრო ურთიერთობებში, მეორეს მხრივ _ ნეგატივი რუსეთის ხელისუფლების ქმედებების სახით, რომელმაც 2014 წლის ბოლოს ოკუპირებულ აფხაზეთთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, პოზიტივია ის, რომ მთელი მსოფლიო ხედავს, რომ საქართველო განწყობილია კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისკენ, ხოლო რუსეთი გაცილებით აგრესიულია ამ რაციონალურ ფონზე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 24, 2015 19:12