“არჩევნები ყველაზე მაღალი დონის კვლევებია”- პაატა ზაქარეიშვილი NDI-ს კვლევას ეხმაურება

news
ავტ.: news ოქტომბერი 17, 2015 15:27

“არჩევნები ყველაზე მაღალი დონის კვლევებია”- პაატა ზაქარეიშვილი NDI-ს კვლევას ეხმაურება

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოება თავის აზრს, ენდობა თუ არა “ქართულ ოცნებას”, არჩევნებზე დააფიქსირებს.

ზაქარეიშვილის თქმით, არჩევნები ყველაზე მაღალი დონის კვლევებია, სადაც საზოგადოების აზრი, ყველაზე მკაფიოდ და გამჭვირვალედ ჩანს.

“რაც არ უნდა აჩვენოს დღეს კვლევებმა, არჩევნები ყველაზე მაღალი დონის კვლევებია, სადაც ყველაზე მკაფიოდ და გამჭირვალედ ჩანს საზოგადოების აზრი. 1 წელიწადში ვნახავთ, რამდენად სერიოზულად ენდობა საზოგადოება “ქართულ ოცნებას”,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

NDI-ს გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის დაუჭერდით მხარს, გამოკითხულთა 13% “ნაციონალურ მოძრაობას” ასახელებს, 11% კი, “ქართულ ოცნებას.

NDI-მა კვლევის პოლიტიკური ნაწილი დღეს წარადგინა. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევა აგვისტო-სექტემბერში ჩაატარა. კვლევისას 4 448 ადამიანი გამოიკითხა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 17, 2015 15:27