“არსებობს ხალხი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უფრო დიდი მტერია საქართველოსთვის, ვიდრე – პუტინი”

news
ავტ.: news აპრილი 9, 2015 18:27

“არსებობს ხალხი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უფრო დიდი მტერია საქართველოსთვის, ვიდრე – პუტინი”

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ჩართვისას 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრა.

“9 აპრილის ბრძოლა ჩემთვის არის ის, თუ რა არის საქართველოს ფასეულობა, დამოუკდებლობა, ვინ არის საქართველოს მტერი, ვინ – მოყვარე, რა უნდა იყოს ქართველი ერის ბრძოლის მეთოდები, ყველაფერი ის, რაზეც ვკამათობთ და დღესაც არ ვართ ბოლომდე ჩამოყალიბებული.

სამწუხაროდ, დღესაც გვყავს ხალხი, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილი უფრო დიდი მტერია საქართველოსთვის, ვიდრე – პუტინი. ესენი ამბობენ, რომ თურმე საქართველო 9 წელი ინგრეოდა. მათ მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია რუსეთთან თვალების პაჭუნით მოლაპარაკებები. ეს არის სწორედ ის, რასაც შთააგონებდნენ ქართველ ელიტას ასწლეულების განმავლობაში”, – განაცხადა სააკაშვილმა.

news
ავტ.: news აპრილი 9, 2015 18:27

Google სტატისტიკა


4,976
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics