არაფორმალური შეხვედრა თინა ხიდაშელსა და ირაკლი ალასანიას შორის

news
ავტ.: news მაისი 17, 2015 18:30

არაფორმალური შეხვედრა თინა ხიდაშელსა და ირაკლი ალასანიას შორის

მნიშვნელოვანი

  • არაფორმალური შეხვედრა თავდაცვის მოქმედ და ყოფილ მინისტრებს შორის-"კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა ექსკლუზიურად ამ შეხვედრის შემდეგ თინა ხიდაშელისა და ირაკლი ალასანიას კომენტარები ჩაწერა.

სხვა სტატიები

საზოგადოება ელის მესამე ძალას და ეს "თავისუფალი დემოკატები" იქნებაარაფორმალური შეხვედრა თავდაცვის მოქმედ და ყოფილ მინისტრებს შორის-“კურიერის” გადამღებმა ჯგუფმა ექსკლუზიურად ამ შეხვედრის შემდეგ თინა ხიდაშელისა და ირაკლი ალასანიას კომენტარები ჩაწერა.

საუბრის დეტალები მათ არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა მოქმედი და ყოფილი მინისტრების განცხადებით, შეხვედრაზე მათ სამინისტროსთან დაკავშირებული მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

“ვაპირებ რომ შევხვდე თავდაცვის მინისტრებს, რაზე ვიმსჯელეთ არ ვაპირებ რომ მოგიყვეთ. ირაკლი ჩემი მეგობარია და მასთან გაცილებით ხშირად მექნება შეხვედრა ვიდრე იმათთან, ვინც არ არიან ჩემი მეგობრები. თავდაცვის მინისტრი შეხვდა ყოფილ თავდაცვის მინისტრს,”-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

“კურიერის” კითხვებს შედარებით უფრო კონკრეტული პასუხები გასცა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

“ყველა საჭირბოროტო საკითხზე ვისაუბრეთ რაც თავდაცვის სამინისტროს ეხება. ასევე ვისაუბრეთ მომავალ გეგმებზე, რომელიც გვქონდა თავდაცვის უწყებაში და დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით ეს ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც საჭიროა. მეგობრები ვართ და ეს მეგობრობა გაგრძელდება. ვისაუბრეთ მეგობრულად ყველა თემაზე, იყო ძალიან საჭირო და კარგი შეხვედრა,”- აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

news
ავტ.: news მაისი 17, 2015 18:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics