“არატრადიციული ორიენტაციის პატიმრები სირბილით ისწორებდნენ კოლგოტკებს და საყვედურობდნენ – მეტი აღარ შეგვიძლია, რეზინის ხომ არ ვართ!“

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აგვისტო 22, 2015 15:10

“არატრადიციული ორიენტაციის პატიმრები სირბილით ისწორებდნენ კოლგოტკებს და საყვედურობდნენ – მეტი აღარ შეგვიძლია, რეზინის ხომ არ ვართ!“

„თაიმერი“ აგრძელებს პატიმარ ჯიმშერ ჩაჩიბაიას წერილების გამოქვეყნებას. წერილებში ასახულია ის რეალობა, რაც იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სხვადასხვა დროს…
ჯიმშერ ჩაჩიბაია, პატიმარი:
დღეს ქსანში და გლდანში არის 6 და 8 კაციანი საკნები. თუ ჩვენ ავიღებთ შავი კარკასის საშუალო საკომერციო ფასს და რადგან საკანი არის მხოლოდ ცემენტ მოსხმული, გამოდის რომ სუბარმა ნულიდან ააშენა 14 000 კვადრატული მეტრის ფართი, თუ გავითვალისწინებთ მიღებულ ახალ ნორმებს 250 პატიმარზე საჭირო არის 1000 კვადრატული მეტრი, დანარჩენი 13 000 მეტრი სად წავიდა? ისევ პრემიებში ხომ არა შემთხვევით? 2013 წლის ზაფხულიდან მეთვრამეტე დაწესებულება (რესბალნიცა) იყო რემონტზე. ჩვენ ჩავატარეთ, როგორც სუბარს უყვარს თქმა „მოკვლევა“, ერთი ექიმი ლ.ც. მოგვიყვა, რომ კედლები გარეცხილია და შეღებილი, ერთადერთი რაც წესრიგშია მოყვანილი აქ, არის მიმღები, ესეც იმიტომ რომ „თეატრი იწყება გასახდელიდან“. ახალი შეძენილია მხოლოდ ექოსკოპიის და ეკგ-ს აპარატები, რომელთა ღირებულება 400 და 1000 დოლარია, რეანიმაციაში შეიძინეს დეფიბრილიატორი და მორგში ახალი მაგიდები.
ძველი მაგიდები დაზიანებულია, როგორც პატიმრები ამბობენ, ყოფილი დირექტორი (რომელიც ამჟამად დეპარტამენტში გადაიყვანეს და მისცეს პრემია 13.352 ლარი) ნიკოლოზ მაჭავარიანი, ამ მაგიდებზე აბავდა პატიმრებს და ასე „გაცვდა“ მაგიდები. მე მყავს უფროსი მეგობრები ნაცისტური ოსვენცემის და ტრებლინკის, სტალინის გულაგის ყოფილი პატიმრები, ჩემი მასწავლებელი დისიდენტი პროფესორი გოლლფარბი იყო ამის მომსწრე, მაგრამ არსად არ ყოფილა ასეთი სადიზმი და ჯალათობა როგორიც ზურაბ ადეიშვილის და სუბარის დროსაა ციხეებში. რატომ? იმ დროს იცოდი სად იყავი და ახლა გეუბნებიან რომ დემოკრატიაა, სამართლიანობაა და სამართლიანობის და დემოკრატიის სახელით გაწამებენ. კგბ-ს ციხეში დედის გინებას ვინ გაბედავდა? პატიმარი იყო სრულ სახელმწიფო უზრუნველყოფაზე: საპარსი, ტუალეტის ქაღალდი, კბილის პასტა და ჯაგრისი, თეთრეული, ტანსაცმელი, საკანში უნიტაზი, პორციული ხორცი, შვი და თეთრი პური, მკურნალობა და წამლები, ეს ყველაფერი იყო, ახლა გეუბნებიან არისო და სინამდვილეში არ არის. ყოფილმა სახალხო დამცველმა სუბარმა და მისმა მოადგილემ (იმ დროსაც და ახლაც) გიორგაძემ გამოიგონეს და დანერგეს პატიმრების დასჯის ახალი საშუალება. „ციხის რევოლუციის“ პირველ თვეებში სად-ის თავმჯდომარე ხასია ცდილობდა ნაწამები პატიმრების ზონებზე გადაყვანას, მაგრამ ხასია გაუშვეს. სად-ის თავმჯდომარემ ღურწკაიამ გამოიგონა პატიმრების ჩაკეტვის ახალი მეთოდი. იმის გამო რომ ისეთი დირექტორები, როგორც ქსნის ციხის დირექტორი არსენ ხუჭუაა, არასდროს წავიდოდნენ პატიმრის დაჩაგვრაზე, ამიტომ ხუჭუა გაათავისუფლეს თანამდებობიდან. სუბარს და გიორგაძეს გაეხსნათ ხელები, ახალი დირექტორი არობელიძე თავის მეგობარ ღურწკაიას უგზავნიდა წერილებს, რომელიც გამოგონილი მიზეზით ითხოვდა პატიმრების ჩაკეტვას. არობელიძემ პროკურატურის ბრძანებით დაწერა ასეთი წერილი ჩვენს (მამა-შვილის) გადაყვანაზე, უკვე ერთი წელია ვჩივით და ვითხოვთ არობელიძის ეს წერილი გაგვაცნონ. სად-ის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს უფროსი, ბერძული, გაიძახის რომ ეს არის საიდუმლო ინფორმაცია, ხოლო სად-ის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოს უფროსი ქემოკლიძე, სიცრუეში გადასცდა ყველა ზღვარს და განაცხადა რომ არობელიძის წერილი არის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება.

“არატრადიციული ორიენტაციის პატიმრები სირბილით ისწორებდნენ კოლგოტკებს და საყვედურობდნენ - მეტი აღარ შეგვიძლია, რეზინის ხომ არ ვართ!“
ჩვენ გვაქვს არა ერთი სამხილი თუ როგორ კრიტავენ პრობლემურ პატიმრებს. პრობლემური პატიმრები არიან ძირითადად ისინი ვინც არ ნებდება რეჟიმს, ჩივიან, ამხელენ ადმინისტრაციას, სამინისტროს და სად-ს. ასეთი კატეგორიის ყველა პატიმარი ჩაკეტილია.
დიახ, მე ვითხოვ სამართალს. რამდენი წერილი გამოაქვეყნეთ თქვენ? ბევრი! რატომ არაა რეაქცია? თუ ტყუილს ვამბობო ხომ უნდა თქვან მაინც ტყუილიაო? ვერ იტყვიან, იმიტომ რომ მე რასაც ვამბობ პირველ რიგში სიმართლეა და მხოლოდ თქვენთან არა, ამას სასამართლოშიც ვამბობ, ვჩივი და ვიბრძვი სამართლიანობისათვის და ეს არ ხდება დღეს არც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების რეჟიმის დროსაც. ამდენად ვერ იტყვიან იმას რომ მე დღეს ვხედავ და გუშინ ბრმა ვიყავი! ქსნის ციხე არის ურჩხულების ნაკრძალი, სასტიკ არაადამიანურ პირობებს, ანტისანიტარიას და მკვლელ ექიმებს თავი რომ დავანებოთ, ის რაც ხდება ქსანში არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ხდება, როგორც ჩანს საქართველოს ევოროკავშირში ღებულობენ განსაკუთრებული სისასტიკისათვის, ამიტომ უხდიან სააკაშვილს დღეს მადლობას მისი შემცვლელები.
ნამდვილ ჯიგიტს აუცილებლად ჭირდება ცხენი და იარაღი, დღეს ცხენი ჯიპებმა ჩაანაცვლა, მაგრამ სად არიან ნამდვილი ჯიგიტები? ციხეების დირექტორები დადიან ტოიოტა ლენდ კრუიზერით, ხოლო მათი მინისტრი დაჯავშნული აუდით. რისთვის სჭირდებათ ეს მათ? რა თქმა უნდა „ჯიგიტები“ ატარებენ იარაღს. გლდანის ციხის ყოფილი დირექტორს მუხაძეს ხომ არ ჩამორჩებოდა არობელიძე და მან სეიძინა ძვრირფასიანი პისტოლეტი. მეტსაც გეტყვით, ბადრაგები სიცილით იძახიან რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ჩემია ტრაბახობს ტირში დავდივარ სასროლადო. ჩვენი ყოფილი ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე კვარაცხელია ატარებს ლიუგერს.
პატიმართა მასობრივი შიმშილობის აქციის დროს ნაკლები ინფორმაცია გამოდიოდა… მოშიმშილეებს კეტავდნენ კარცერში მეოთხე სართულზე, რომლის არსებობას გამორიცხავდა სად-ის ყოფილი თავმჯდომარე ღურწკაია. ღამის საათებში არატრადიციული ორიენტაციის პატიმრებს პანჩურებით ყრიან, შეძახილებით: დეპარტამენტი მოვიდა. მირეკავდნენ ადმინსიტრაციაში, საცოდავი გეი-პატიმრები ზ. და მ. სირბილით ისწორებდნენ კოლგოტკებს, მაკიაჟს და შემდეგ საყვედურობდნენ – აღარ შეგვიძლია, რეზინის ხომ არ ვართ! თავისუფლების მოყვარული ე.წ. ქათმები რომლებმაც განაცხადეს მონურ შრომაზე უარი აიძულეს ჯერ ასულიყვნენ კარცერში, შემდეგ ადმინისტრაციის აგენტმა სახელად „დვადცატკა“ არ შეუშვა ისინი თავიანთ საკანში. არობელიძის და ღურწკაიას მონები გადაიყვანეს ე.წ. ბურში, ორი მათგანი დღეს უკვე გათავისუფლებულია. თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან ღურწკაიამ და არობელიძემ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის რომ შეურაცხყონ პატიმრების ღირსება. ღურწკაიამ და არობელიძემ მისცეს ნებართვა ყოველ საღამოს და ღამე გეი-პარადების ჩატარებაზე. იყო ასეთი მომენტი, როცა გადაცმული მინი-იუბკაში, შავი კოლგოტკებით, პომადით ტუჩებზე, კოსმეტიკით სახეზე არატრადიციული ორიენტაციის პატიმარი გამომწვევი ყვირილით, მარტის კატასავით დარბოდა ეზოში, ფანჯრებს ქვეშ. ამის შემყურე ასაკში შესული პატიმრები იწერდნენ პირჯვარს და იფურთხებოდნენ. გამოუცდელი ახალგაზრდობა, წლების განმავლობაში მოწყვეტილი მანდილოსანთა საზოგადოებას, დაუკმაყოფილებელი სურვილით უყურებდნენ ასეთ საოცრებას და ტრაბახობდნენ „მე გუშინ მასთან ვიყავი“. ყველა საფერფლეში ეყარა ნახმარი პრეზერვატივები. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ვიცე-პოლკოვნიკმა განაცხადა რომ საცოდავი არატრადიციული ორიენტაციის ბიჭები ემსახურებიან ღამის განმავლობაში 17 მამაკაცს. ყველაფერ ამას ღიმილით უყურებდა რეჟიმის უფროსი, ამჟამად პირველი მოადგილე რეჟიმის დარგში თემურ ოქროპირიძე თავისი საყვარელი სამორიგეოდან. ჩვენ ვართ მხილველები, რომ ერთ-ერთი უფროსი ოფიცერი, გაჟღენთილი ფსიქოტროპულებით, მიდიოდა ასეთ პირთან ცარიელ საკანში. ძნელი წარმოსადგენი არის, რომ ახალგაზრდა ბიჭს, თუნდაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ჰქონდეს ფიზიოლოგიური მოთხოვნა ან მოსწონდეს ღამის განმავლობაში 17 მამაკაცის დაკმაყოფილება. უფრო საფიქრებელია, რომ ესენი არიან მსხვერპლები სექსუალური ექსპლუატაციის, მათ აიძულებენ მონაწილეობა მიიღონ ბინძურ ორგიებში… ოფიცრებს და კონტროლიორებს ღორებივით სძინავთ ერთ ლოგინში პატიმრებისათვის წართმეულ საკანში, სადაც დგას ამჟავებული საჭმლის, გაურეცხავი ჭურჭლის, დაუბანელი ტანის, გაურეცხავი ტუალეტის საშინელი სუნი. რა გასაკვირია რომ მათ აქვთ ჭიები და ქიანი ძაღლებივით სცვივათ თმა (რეჟიმის უფროსი თემურ ოქოროპირიძე). ლოგინის და თეფშების გარდა ჯალათებს ყავთ საერთო „ცოლები“. მთელი ციხე ერთობოდა ბრძოლით წესების გარეშე, როდესაც თანამშრომნელმა-ქმარმა სეუსწრო დირექტორის მოადგილეს კაბინეტში თავის ცოლს, საინტერესო მდგომარეობაში, შიშველი ცოლი აშველებდა ბრძოლას! ცოლი- ესტაფეტა გადავიდა ახალი დირექტორის ხელში.

“არატრადიციული ორიენტაციის პატიმრები სირბილით ისწორებდნენ კოლგოტკებს და საყვედურობდნენ - მეტი აღარ შეგვიძლია, რეზინის ხომ არ ვართ!“
რაც იყო იმას ვამბობ! წამების მსხვერპლი კალატოზიშვილი ძლივს გადაარჩინეს, თავს იხრჩობდა. რატომ? მას ჯალათი დირექტორის მოადგილე სიგუა აბავდა სკამზე, ცემდა, გულწასულს კი ცივ წყალს ასხამდა, რათქმა უნდა განცხადება პროკურატურაში შევიდა, მაგრამ როგორც წესი პროკურატურა ამას არ იძიებს. ქსნის ციხის უფროსმა გოჩა კუჭაიძემ გათხლეშილმა მთვრალმა, საყვარელთან ერთად დაამტვრია სახელმწიფო მანქანა „შოკდა“., რათქმა უნდა ეს მას შერჩა.
2012 წელს სუბარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პრესაში განაცხადა რომ თურმე სამედიცინო ნაწილი ჩემს შვილს დეპარტამენტი აძლევს მარალხარისხიან ინსულინს, მან განაცხადა რომ პატიმრების კვებაზე იხარჯება 3,4-5,6 ლარი და სად-ის დაწესებულებებში არის 15 დიეტური მაგიდა. თალაკვაძეს „ეშლება“: კვებაზე იხარჯება 1,7-3,5 ლარი, თუმცა რომელ ავადმყოფს ეყოფა დღეში 3,5 ლარი? როგორც ჩანს თალაკვაძეს დაავიწყდა, რომ პატიმრობაში მყოფ ინვალიდს (ჩემს შვილს მაგალითად) ეხსნება პენსია ანგარიშიდან, ანუ ჩემი შვილის კვებაში სამინიტსრო ერთ ტეთრსაც არ ხარჯავს. ქსნის ყოფილმა მთავარმა ექიმმა და გლდანის მთავარმა ექიმმა მოგვწერეს რომ დიაბეტური კვება არ ყოფილა და არ არის, მაგრამ კვება შეიცავს საჭირო კომპონენტებს დიაბეტით დაავადებულისათვის. როდის სემდეგ გახდა დიაბეტური კვება თბილი მანის ქაში, შილაფლავი, მაკარონი? რამდენიმე დღის წინ ჩვენ ყველამ ვნახეთ როგორ უწოდა თალაკვაძემ სპეკულაცია წამების მსხვერპლის ზვიად თაგეიშვილის მოთხოვნებს. რატომ უკვირთ რომ თაგეიშვილი იზახის, რომ მას წამლავენ? ჩემმა სვილმა ნახა „პრობლემური“ პატიმრის კურტანიძის საჭმელში ჩაყრილი დამტვრეული აბები.
მეტსაც გეტყვით, სასჯელაღსრულების ფსევდოდემოკრატებმა აირჩიეს პატიმრებზე ზემოქმედებისათვის სხვა გზა – ფსიქოტროპული მედიკამენტები. რა საჭიროა პატიმრის ცემა, როდესაც მონად ქცეული პატიმარი ტრანკვილიზატორებისათვის და ე.წ. „სონიკებისათვის“ მზად არის გაყიდოს საკუთარი დედა. ყველაფერი იწყება დასაწყნარებლის სეთავაზებით, ხოლო შემდეგ პატიმარს აჯენენ მედიკამენტების ცხენის დოზაზე. ჩვენ კარგად გვახსოვს ჭაკუას და ხუჭუას დრო, როდესაც გონებაშეზღუდულ ზურა გოჩაშვილს აძლევდნენ იზოლეპტინის მხოლოდ ერთ მეოთხედს. დღეს ფსიქიატრი მაგდა ზარიანიძე პაციენტს უნიშნავს იზოლეპტინს სამ აბს და დამატებით კიდევ ზოლომაქსს, დიაზეპამს და ოპტიმალს 5 აბს. ჩვენ ვართ მომსწრეები რომ ე.წ. ბურში ავადმყოფ პატიმრებს აძლევდნენ 7-8 აბ ზოლომაქსს და უმატებენ მას ოპტიმალს და დიაზეპამს. ვიცი, რომ ერთ-ერთ პატიმარს ლანდიამ უშუამდგომლა ზოლომაქსის 40 აბის დანიშვნაზე. მედიკამენტები: იმოვანი – ე.წ. სონიკი, დოზის გადამეტების დროს იწვევს ბუნდოვან გონებას, მეტყველების დარღვევას, აქვს აკუმულიატური ეფექტი ალკოჰოლთან, უნიშნავენ 8-15 აბს. გამა-გამა – ინიშნება ეპილეფსიის დროს. ეს არის საყვარელი პრეპარატი ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრის პაატა პ-შვილის, რომლისთვისაც მარტოხელა პენსიონერ დედას უკანასკნელი სახსრების დახარჯვით შეაქვს მეთხუთმეტე დაწესებულებაში. მართალია გაუგებარია რას მკურნალობენ ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმარს ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტით, მაგრამ ალბათ ეს ფსიქიატრმა უკეთესად იცის, ამ პატიმარს დანიშნული აქვს 20 აბი დღეში.

“არატრადიციული ორიენტაციის პატიმრები სირბილით ისწორებდნენ კოლგოტკებს და საყვედურობდნენ - მეტი აღარ შეგვიძლია, რეზინის ხომ არ ვართ!“
ზოლომაქსი – ყველაზე პოლულარული ტრანკვილიზატორი. 32 აბი 38 ლარი ღირს. არის ანტიდეპრესანტი, ხსნის პანიკას, შიშს. შეწყვეტის დროს მალე ვითარდება აბსტინეტური სინდრომი, პაციენტი ვარდება უფრო მეტ პანიკაში. დიდი დოზის მიცემა იწვევს ატაქსიას, არღვევს მოძრაობის კოორდინაციას. ჩვენ ვართ მომსწრე, თუ როგორ იმაგრებდა ჩაკეტილ ფეხებს ელასტიური ბინტებით პაციენტი, რომელსაც მკურნალობდნენ ე.წ. ექიმები. ბაკლოსანი – ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტი. გაუგებარია რომელი სპაზმების მოსახსნელად უნიშნავენ ამ წამალს პატიმარს, მაგრამ ეს მედიკამენტი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული. დიზეპამი – რელატიური, დამაწყნარებელი, დამამშვიდებელი პრეპარატი. იწვევს მიჩვევას. ხანგრძლივი მიღების ან დიდი დოზის მიღების სწრაფი შეწყვეტა იწვევს ე.წ. შეწყვეტის სინდრომის გამოწვევას. მძიმე შემთხვევაში დეპერსონიზაციას, ჰალუცინაციებს, ეპილეპტიურ შეტევებს. ჩვენ ვართ მომსწრეები იმისა როცა ჯალათი ქირურგი ლევან კაჭკაჭური პატიმარს ყოველ დღე უკეთებდა 6 ამპულას. სომნოლი (ზოპიკლონი) – ძილის წამალი. მიუხედავად იმისა ეს ყველაზე იაფია (ბლისტერი 3,70 ლარი, ავერსის გამოშვება) ის არ უყვართ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი იწვევს მიჩვევას, ხოლო შეწყვეტა იწვევს აბსტინციური სინდრომის განვითარებას, ამით სარგებლობენ „სპეციალისტები“ დეპარტამენტიდან, რომლებიც მუდმივად აშანტაჟებენ შეჯენილ ფსიქოტროპულ პრეპარატებზე მყოფ პატიმრებს მათი შეწყვეტით. ყველა პატიმარმა იცის რომ საჭმელში უყრიან ფსიქოტროპულებს, განსაკუთრებით ლობიოში, იმ დრეებში როცა აძლევენ ლობიოს ციხეებში ისმის ბუზის ზუზუნი.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აგვისტო 22, 2015 15:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,570
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics