არასრულწლოვანთა საქმეებს სპეციალიზებული პოლიციელები, პროკურორები და მოსამართლეები განიხილავენ

news
: news იანვარი 19, 2015 15:01

არასრულწლოვანთა საქმეებს სპეციალიზებული პოლიციელები, პროკურორები და მოსამართლეები განიხილავენ

18 წლამდე ასაკის პირებისთვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტი შეიქმნება. აღნიშნულს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი ითვალისწინებს, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.
უწყებაში განმარტავენ, რომ ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ საქართველოში იქნებიან სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ბავშვების საქმეებს გამოიძიებენ და განიხილავენ.
“არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის სპეციალიზებული, ევროპული სტანდარტებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანილი მართლმსაჯულების სისტემის შექმნას ითვალისწინებს. მისი მთავარი სიახლე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტის შექმნაა. ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ საქართველოში იქნებიან სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ბავშვების საქმეებს გამოიძიებენ და განიხილავენ, რასაც სახელმწიფოებს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ავალდებულებს”, – განმარტავენ  სამინისტროში.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალ კოდექსს 20 იანვარს, სასტუმრო “რედისონში” სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. ღონისძიებას, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების გარდა, დაესწრებიან საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

news
: news იანვარი 19, 2015 15:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,748
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics