არასაპარლამენტო პარტიათა ნაწილი პარლამენტისგან “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის გადადებას ითხოვს

news
ავტ.: news თებერვალი 6, 2015 20:48

არასაპარლამენტო პარტიათა ნაწილი პარლამენტისგან “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის გადადებას ითხოვს

მნიშვნელოვანი

  • არასაპარლამენტო პარტიათა ნაწილი პარლამენტს "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის გადადების მოთხოვნით მიმართავს.

სხვა სტატიები

არასაპარლამენტო პარტიათა ნაწილი პარლამენტს “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის გადადების მოთხოვნით მიმართავს. მათი შეფასებით, სარეკლამო შეზღუდვებთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა მაუწყებელთა ფინანსურ მდგომარეობას აუარესებს.

მიმართვას, რომელსაც ხელს “ქართული დასი”, “მემარცხენე ალიანსი”, “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” და “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” აწერს, პარლამენტის თავმჯდომარისა და მასთან ერთად, ფრაქციების და საპარლამენტო კომიტეტების სახელზე მომზადდა.
“აღნიშნული კანონი მედიის დამოუკიდებლობაზე ნეგატიურად იმოქმედებს, რაც დააკნინებს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას და შეაფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას”, – აღნიშნულია მიმართვაში.

news
ავტ.: news თებერვალი 6, 2015 20:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics