არასაპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტისთვის მიმართვის ტექსტზე მუშაობს

news
ავტ.: news სექტემბერი 7, 2015 13:11 განახლებულია

არასაპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტისთვის მიმართვის ტექსტზე მუშაობს

მნიშვნელოვანი

  • არასაპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტისთვის მიმართვის ტექსტზე მუშაობს. ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც რამდენიმე თვის წინ მემორანდუმის საფუძველზე გაერთიანდა, დოკუმენტს კვლავ საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით ამზადებს.

სხვა სტატიები

არასაპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტისთვის მიმართვის ტექსტზე მუშაობს. ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც რამდენიმე თვის წინ მემორანდუმის საფუძველზე გაერთიანდა, დოკუმენტს კვლავ საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით ამზადებს.

“ჩვენ კიდევ ვაძლევთ შანსს ხელისუფლებას წამოვიდეს კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე და პარლამენტის ფორმატში შეიქმნას ინტერპარტიული ჯგუფი, სადაც პოზიციების შეჯერება მოხერხდება. მაგრამ, ხელისუფლებას თუ მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ 2016 წლის არჩევნების შედეგები გააყალბოს, ჩვენ გადავალთ რადიკალური ქმედებებზე, რომელიც მოქცეული იქნება პოლიტიკურ ჩარჩოებში მოქცეული,” – აცხადებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა.

როგორც საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე აცხადებს, თუ არ იქნა პოლიტიკური პარტიების ფართო კონსენსუსი, ძალიან ძნელი იქნება არჩევნების ჩატარება.

“იქნება ზეწოლის ყველანაირი ბერკეტი გამოყენებული, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება შეცვალოს საარჩევნო კოდექსი,” – განამრტავს პაატა დავითაია.

ოპოზიციის ამ მოთხოვნის პარალელურად, ძალაში რჩება შუალედური არჩევნების ბოიკოტი.

news
ავტ.: news სექტემბერი 7, 2015 13:11 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


24,138
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics