“არანაირი მოლაპარაკება, ეს გამორიცხულია”- პაატა ზაქარეიშვილმა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 16, 2015 16:30

“არანაირი მოლაპარაკება, ეს გამორიცხულია”-  პაატა ზაქარეიშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, აფხაზურ მხარესთან “ენგურჰესის” კუთვნილებაზე მოლაპარაკებები გამორიცხულია.
როგორც პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს “ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, მას შემდეგ რაც 90-იან წლებში საომარი მოქმედებები დამთავრდა, “ენგურჰესის” ექსპლუატაციას აწარმოებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.

“ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ექსპლუატაცია იქნება თუ გარკვეული სარემონტო სამუშაოები, ხორციელდება ენერგეტიკის სამინისტროს მიერ, რომელსაც ბუნებრივია, ჰქონდა გარკვეული კონტაქტები აფხაზურ მხარესთან, რადგან “ენგურჰესის” მთელი კომპლექსი გაყოფილია გარკვეულწილად მდინარე ენგურის ორივე მხარეს, კაშხალი არის წალენჯიხის რაიონში და თვითონ ელექტროსადგური არის გალის რაიონში. ბუნებრივია, ელექტროსადგური ვერ იმუშავებს თუ არ მიეწოდება ის წყალი, რაც არის განთავსებული წყალსაცავში”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციაა და ვინაიდან, ეს არის საქართველოს საკუთრება, მის ექსპლუატაციას არანაირი საერთაშორისო ფორმატები არ სჭირდება.

კითხვაზე, “ენგურჰესის” კუთვნილებასთან დაკავშირებით აწარმოებს თუ არა ქართული მხარე მოლაპარაკებებს, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
“არანაირი მოლაპარაკება, ეს გამორიცხულია”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რუსული და აფხაზური მედიის ინფორმაციით, კომპანია “ჩერნომორენერგოს” გენერალური დირექტორი ასლან ბასარია აცხადებს, რომ “ენგურჰესის” კუთვნილებასთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები დაწყებულია.

“ქონების რეესტრში ეს ობიექტი არ არის. საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გავედით მოლაპარაკებების პროცესზე ქართულ მხარესთან. თუ ეს საკითხი არ გადაწყდება, როგორც აფხაზეთი, ასევე საქართველოს დაზარალდება”, – განაცხადა ბესარიამ.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს “ენგურჰესის” კუთვნილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 16, 2015 16:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,100
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics