არავითარი კანონდარღვევა უჩა მამაცაშვილს არ ჰქონია, ერთადერთი ჭორები მოაქვს ჩემთან, თუ რაიმე გაიგო“

news
ავტ.: news აპრილი 9, 2015 18:33

არავითარი კანონდარღვევა უჩა მამაცაშვილს არ ჰქონია, ერთადერთი ჭორები მოაქვს ჩემთან, თუ რაიმე გაიგო“

მნიშვნელოვანი

  • ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მის დეიდაშვილს, თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ ხელმძღვანელს უჩა მამაცაშვილს 1 ლარად არანაირი ქონება არ მიუღია.

სხვა სტატიები

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მის დეიდაშვილს, თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ ხელმძღვანელს უჩა მამაცაშვილს 1 ლარად არანაირი ქონება არ მიუღია.

ბიძინა ივანიშვილმა მამაცაშვილთან დაკავშირებით კომენტარი მედიასთან საკუთარ ბიზნესცენტრში გააკეთა, სადაც 5 დეპუტატს შეხვდა.

„უჩა მამაცაშვილიც და ბაჩიაშვილიც არიან მე მგონი დამფუძნებელი მენეჯმენტური კომპანიის და არ არიან ის დიდი ინვესტორები, ვინც ფულს დებს და ერთ-ერთი მე გახლავართ მილიარდებზე სადაცაა საუბარი თანაინვესტირების ფონდში. 5 მილიარდზე მეტია გაცხადებული იქ, რომელიც საქართველოში ინვესტიციების სახით შეიძლება შემოვიდეს. მე მართლაც არ მქონდა უფლება და შეიძლება გადავაჭარბე ეს როდესაც გავიგე, რომ მათ ჰქონდათ უფლება, კანონი დაიცვეს, პარტნიორიც ჰყავდათ ფრანგი და რაღაც შეღავათებიც გააკეთეს, მაგრამ ჩემთვის ეს სასაცილო იყო და რა თქმა უნდა, ძალიან არ მომეწონა რაღაც კაპიკებს გამოეკიდნენ და ბაჩიაშვილს შენიშვნა მივეცი. თუმცა მან სხვათაშორის, ჩემთან თავი დაიცვა და ძალიან შეჭიდებული საუბარიც გვქონდა და პრესაშიც გააკეთა განცხადება, რაც ნახეთ. არავითარი კანონდარღვევა უჩა მამაცაშვილს არ ჰქონია. პირიქით მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბიზნესს არავინ შეეხოს და ერთადერთი ჭორები მოაქვს თუ რაიმე გაიგო ჩემთან და მეც ძალიან ვფრთხილობ, რომ ბიზნესი არავინ დააზარალოს. ეს არის ჩემი ყველაზე მთავარი ფუნქცია. უჩა მამაცაშვილს 1 ლარად არაფერი არ შეუძენია, კიდევ ვიმეორებ. თანაინვესტირების ფონდთან რაღაც ორგანიზაციამ არ ვიცი, რაც იყო კავშირში, ზუსტად მე არ ვიცი და რეაქციაც გავაკეთე უკვე მაგაზე და მე ვაფინანსებ, რაც იყო შეღავათით მიღებული, ჩემი აზრით უნდა აეღოთ ის შეღავათები, როცა 2.5 მილიარდზე მეტია დაფინანსება და 0.01 პროცენტზეა საუბარი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემაში გასული სიუჟეტიდან გახდა ცნობილი, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა უჩა მამაცაშვილმა სახელმწიფო ქონება ერთ ლარად, ხოლო შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტების პროგრამის მეშვეობით მომგებიანი ბიზნესის განვითარებისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი თანხა მიიღო. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, აღნიშნულმა კომპანიამ 45 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო, 100-ზე მეტი ადამიანი უკვე დაასაქმა და 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

„თანაინვესტირების ფონდის“ დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, „თანაინვესტირების ფონდს“ 2.5 მლ ლარად შეფასებული მიწა 10 მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცა.

news
ავტ.: news აპრილი 9, 2015 18:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics