ანქვაბის საქმეზე ბრალდებულმა ჩვენება მისცა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 10, 2015 14:33

ანქვაბის საქმეზე ბრალდებულმა ჩვენება მისცა

ანქვაბის საქმეზე ბრალდებულმა ჩვენება მისცადე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების უმაღლეს სასამართლოში გრძელდება საქმე აფხაზეთის ყოფილი დე-ფაქტო პრზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის თავდასხმის ფაქტზე.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულმა რუსტან გიცბამ გუშინ სასამათლოს ჩვენება მისცა.
მან თქვა, რომ იარაღის არსენალი, რომელიც სოფლებში დურიპში, ჯირხუასა და ბზიფში აღმოაჩინეს, 1992-92 წლების საქართველო-აფზახეთის ომის შემდეგ დარჩა და განკუთვნილი იყო ქვეყნის დასაცავად.
„მე ვთქვი სად იყო იარაღი დამალული, მაგრამ მე მისი მფლობელი არ ვყოფილვარ. ის, რომ ჩემს გარდაცვლილ ძმას, რიკის დიდი ოდენობით იარაღი ქონდა, რესპუბლიკის შესაბამისმა სტრუქტურებმა იცოდნენ. 2001 წელს, როცა გალაევის ბანდა მოვიდა ჩვენთან, ჩვენ ზუსტად ამ იარაღით დავიცავით თავი, მაშინ არავის გაჩენია შეკითხვა, საიდან მოვიტანეთ იარაღი“ – თქვა გიცბამ.
გიცბა მის თანამონაწილობას ანქვაბის საქმეზე არ აღიარებს.
ანქვაბზე თავდასხმაში 10 ეჭვმიტანილი ყავს გამოძიებას.
სისხლის სამართლის საქმე 43 ტომისგან შედგება. ნივთმტკიცებად დაახლოებით 50 ნივთია წარმოდგენილი, რომელთაც პირდაპირი კავშირი აქვს თავდასხმასთან.
2005-დან 2012 წლამდე ანქვაბზე 6 თავდასხმა განხორციელდა. ბოლო თავდასხმა 2012 წლის 22 თებერვალს იყო.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 10, 2015 14:33