ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად სამი ადამიანია გარდაცვლილი

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 15, 2015 23:16

ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად სამი ადამიანია გარდაცვლილი

ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად სამი ადამიანია გარდაცვლილიაღმოსავლეთ ბელგიის ქალაქ ვერვიეში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, სამი ადამიანია გარდაცვლილი. ინფორმაციას ამის შესახებ რადიოსადგური “RTL” პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიასაშუალება თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქის ცენტრში ისმოდა ავტომატური იარაღიდან გასროლის ხმები.
სპეცოპერაციის შედეგად, ასევე, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, კონკრეტული ციფრი არ სახელდება. ამ დროისთვის ინფორმაციაში სხვა დეტალების შესახებ არაფერია ნათქვამი.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 15, 2015 23:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,695
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics