ანტიკორუფციულ საბჭოზე ვიზალიბერალიზაციის რეკომენდაციების შესრულების პროცესი შეაფასეს

news
ავტ.: news ივლისი 10, 2015 19:37

ანტიკორუფციულ საბჭოზე ვიზალიბერალიზაციის რეკომენდაციების შესრულების პროცესი შეაფასეს

მნიშვნელოვანი

  • სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" ანტიკორუფციული საბჭოს მე-13 სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარე თეა წულუკიანი უძღვებოდა.

სხვა სტატიები

სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში” ანტიკორუფციული საბჭოს მე-13 სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარე თეა წულუკიანი უძღვებოდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში აღებული ვალდებულებებისა და ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესი განიხილეს.
ანტიკორუფციული საბჭოს წევრებმა მოისმინეს, თუ რამდენად ეფექტურად სრულდება ევროკომისიის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ფარგლებში მიიღო. სწორედ ამ პროცესზეა დამოკიდებული, როდის დადგება პოლიტიკური დღის წესრიგში საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის საკითხი. თავად ევროკომისია მოთხოვნების შესრულებას მიმდინარე წლის ბოლოს შეაფასებს, დადებითი დასკვნის შემთხვევაში კი, საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპს დასრულებულად ჩაუთვლის.
ანტიკორუფციული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესზეც იმსჯელეს. ღონისძიების მონაწილეებმა კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) რეკომენდაციების შესრულების პროგრესი განიხილეს; გაეცნენ ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელშიც ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგია წარმოდგენილი. მასში დეტალურადაა ასახული, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის 13 სტრატეგიული პრიორიტეტის მისაღწევად, რა წარმატებები და გამოწვევები აქვს ქვეყანას კორუფციის პრევენციის კუთხით. ანგარიში, რომელიც 2015 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდს მოიცავს, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ ინფორმაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებზე დაყრდნობით მოამზადა.
ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ 2015 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში კორუფციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით პასუხისმგებელი უწყებების მიერ მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი პროგრესი. კერძოდ, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 199 მიზნიდან სრულად მიღწეულ იქნა 123, ხოლო უმეტესად და ნაწილობრივ − 41. ამასთან, მნიშვნელოვანი პროგრესია ისეთ სფეროებში, როგორიცაა: კორუფციის პრევენცია საჯარო სამსახურში, მართლმსაჯულების სექტორში, საგადასახადო და საბაჟო სფეროებში და საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის ნაწილში.
ანტიკორუფციული საბჭოს მე-13 სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები; ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

news
ავტ.: news ივლისი 10, 2015 19:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,342
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics