ანტივირუსი ,,კასპერსკი,, რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 19, 2015 23:32

ანტივირუსი ,,კასპერსკი,, რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობს

მნიშვნელოვანი

  • ,,რუსული IT-კომპანია ,,ლაბორატორია კასპერსკი,, და მისი დამაარსებელი ევგენი კასპერსკი რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობს,, ნათქვამია ჟურნალ ,,ნიუს ვიკის,, ერთერთ სტატიაში.

სხვა სტატიები

,,რუსული IT-კომპანია ,,ლაბორატორია კასპერსკი,, და მისი დამაარსებელი ევგენი კასპერსკი რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობს,, ნათქვამია ჟურნალ ,,ნიუს ვიკის,, ერთერთ სტატიაში.

სტატიის, რომლის ავტორებიც კეროლ მეტლოკი, მაიკლ რაილი და ჯორდან რობერტსონია, სათაურია ,,კომპანია რომელიც გიცავთ თქვენ ინტერნეტში, ახლო კავშირშია რუს ჯაშუშებთან,,

სტატიის ავტორების ინფორმაციით, კომპანიას, რომელსაც ევგენი კასპერსკი ხელმძღვანელობს, 2012 წელს უცხოელი მენეჯერები და ხელმძღვანელები ჰყავდა, თუმცა კასპერსკიმ ისისნი მალევე სპეცსამსახურებთან დაკავშირებული რუსებით შეცვალა.

ამჟამად კი, კომპანიის ხელმძღვანელები რუსულ ფეესბეს ეხმარებიან მსოფლიოში კასპერსკის  400 მილიონი მომხმარებლისაგან სასურველი ინფორმაციის მოპოვებაში, აცხადებენ ავტორები.

თავად ევგენი კასპერსკი უარყოფს პუტინთან და რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობას და აცხადებს, რომ მას ეს ხალხი არ ჭირდება რადგან ის კიბერსამყაროში ცხოვრობს… თუმცა ,,ლაბორატორია კასპერსკის,, მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები, სადაც დასავლური სპეცსამსახურების კიბერ შპიონაჟზეა საუბარი და არ ფიქსირდება რუსული სპეცსამსახურების კიბერ-დანაშაულებები, სულ სხვაზე მეტყველებს, ნათქვამია სტატიაში.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 19, 2015 23:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,060
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics