ანკარის ტერაქტის 4 ეჭვმიტანილი…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 13, 2015 03:01

ანკარის ტერაქტის 4 ეჭვმიტანილი…

მნიშვნელოვანი

  • 10 ოქტომბრის ანკარის ტერაქტს, რომელმაც ამ დროისთვის 97 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 4 მთავარი ეჭვმიტანილი ჰყავს...

სხვა სტატიები

10 ოქტომბრის ანკარის ტერაქტს, რომელმაც ამ დროისთვის 97 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 4 მთავარი ეჭვმიტანილი ჰყავს…

თურქული მედია, თურქ სამართალდამცავებზე დაყრდნობით, ანკარის ტერაქტის მომწყობ ძირითად ეჭვმიტანილებად – 4 ტერორისტულ ორგანიზაციას ასახელებს… ,,ისლამური სახელმწიფოს,, (ISIS), ,,ქურთების მუშათა პარტას,, (PKK) და მემარცხენე ორგანიზაციებს: რევოლუციური სახალხო-გამანთავისუფლებელი ფრონტს (DHKP-C) და მარქსისტ-ლენინურ კომუნისტურ პარტიას ( MLKP)… თუმცა ამ ოთხიდან ყველაზე მეტი ეჭვი ,,ისლამურ სახელმწიფოზე,, მოდის, რომელსაც ეს ტერაქტი 2 რამის გამო, დანარჩენებზე მეტად აწყობდა… პირველი ის, რომ ტერაქტის შედეგად ძირითადად ,,ისლამურ სახელმწიფოსთან,, ერაყსა და სირიაში უკომპრომისოდ მებრძოლი ეთნოსის –  ქურთების წარმომადგენლები დაიღუპნენ… და მეორე – ტერაქტის შედეგად ,,ისლამურ სახელმწიფოს,, მტრად მიჩნეულ თურქეთის ხელისუფლებას, რომელმაც ნატოური კოალიციის ავიაციას ისლამისტების დასაბომბად ბაზები დაუთმო და თავადაც ბომბავს, არჩევნების წინაპერიოდში საქმეები გაურთულდა.

რაც შეეხება მეორე ეჭვმიტანილს ,,ქურთების მუშათა პარტიას,, მას გასამართლებელ საბუთად ორი გარემოება აქვს… ერთი ის, რომ დაღუპულთა უმეტესობა ეთნიკურად ქურთები და პროქურთული პარტიის მომხრეები იყვნენ… და მეორე – ამ ორგანიზაციამ, მიუხედავად თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ბოლო თვეების მანძილზე გამართული ფაქტობრივად საომარი მოქმედებებისა, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა და ტერაქტზე ყოველგვარი პასუხისმგებლობა მოიხსნა.

დანარჩენი ორი ეჭვმიტანილი, რევოლუციური სახალხო-გამანთავისუფლებელი ფრონტი (DHKP-C) და მარქსისტ-ლენინური კომუნისტური პარტია ( MLKP), რომლებიც მემარცხენე ტიპის ტერორისტული ორგანიზაციები არიან, მიუხედავად მათი ცუდი რეპუტაციისა თურქეთში მოწყობილ სისხლიან ტერაქტების გამო, მათი სამიზნეები ძირითადად ყოველთვის თურქი სამართალდამცავები, სახელმწიფო სტრუქტურები და მოღვაწეები იყვნენ, ამიტომ თურქი  ძალოვნები მშვიდობიანი მარშის მონაწილეთა წინააღმდეგ მოწყობილ ამ სისხლიან ტერაქტში მათი მონაწილეობის სარწმუნო მოტივაციას ვერ იძლევიან.

როგორც ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩანს, თურქი სამართალდამცავები და მედიაც, უფრო იქითკენ იხრებიან, რომ ტერაქტი ,,ისლამურმა სახელმწიფომ,, მოაწყო… ამის შესახებ მინიშნება, 12 ოქტომბერს თურქული ტელეარხით თურქების პრემიერმა აჰმეთ დავუთოღლუმაც გააკეთა… მისივე განცხადებით, თურქი სამართალდამცავები ახლოს არიან მიზანთან, რომ დაადგინონ მეორე თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა. ამასთანავე, თურქი სამართალდამცავების განცხადებით, ანკარის ტერაქტი ასაფეთქებელი მოწყობილობის ტიპით და განხორციელების მანერით, ძალიან გავს  გასული ივლისის თვეში სირიის საზღვართან ახლოს ქალაქ სურუჩში მომხდარ აფეთქებას, რომლის მომწყობებად ,,ისლამური სახელმწიფო,, დასახელდა.

თურქული მედიის ცნობით, დღეის მდგომარეობით თურქ სმართალდამცავებს ათეულობით ,,ისლამური სახელმწიფოს,, წევრი და მომხრე ჰყავთ დაკავებული ანკარის ტერაქტთან დაკავშირებით… სმართალდამცავებიდან პრესაში გაჟონილი ინფორმაციით კი, ანკარის ტერაქტის ორგანიზატორები შესაძლებელია თუქრული პროვინცია ადიამანში მოქმედი ისლამისტური დაჯგუფება იყოს. ასეა თუ ისე, თურქეთში ბოლო დროს განხორციელებული ტერაქტებიდან გამომდინარე, სახეზეა თურქი სამართალდამცავების სისუსტე ტერაქტების აღკვეთის საქმეში, რის გამოც ოპოზიცია იუსტიციისა და შსს-ს მინისტრების გადადგომას ითხოვს… ხოლო თურქული საზოგადოება ელოდება სიმართლის დადგენას და ორგანიზატორთა დასჯას, იმ გაუგონარი სისხლისღვრისა, რომლის ყველაზე პატარა მსხვერპლი 9 წლის მარდინელი მოსწავლე, ასევე ტერაქტის დროს გარდაცვლის მამასთან ერთად მშობლიურ ქალაქში 12 ოქტომბერს დაასაფლავეს.

თურქულ მედიაზე დაყრდნობით

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

 

 

 

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 13, 2015 03:01

Google სტატისტიკა


58,429
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics