ანი მიროტაძე: დღეს ორმაგად პატივს ვცემ ალექსანდრე ჭიკაიძეს და ამაყი ვარ

news
: news იანვარი 23, 2015 17:26

ანი მიროტაძე: დღეს ორმაგად პატივს ვცემ ალექსანდრე ჭიკაიძეს და ამაყი ვარ

ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომაზე კომენტარები საკანონმდებლო ორგანოში კეთდება. საპარლამენტო უმრავლესობიდან ერთ-ერთი პირველი ფაქტს ანი მიროტაძე გამოეხმაურა და როგორც თემის კომენტირებისას აღნიშნა, ჭიკაიძის ეს საქციელი დასაფასებელია:

„მე მგონია უფრო, რომ როცა ასეთი რამ ხდება ქვეყანაში, როდესაც შესაბამისი უწყების წარმომადგენელი და პირველი პირი, ვგულისხმობ შსს-ს, იღებს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებას, მე პირადად დღეს ორმაგად პატივს ვცემ ალექსანდრე ჭიკაიძეს, რომ მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და ამაყი ვარ, რომ ამ ხელისუფლებაში, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ადამიანებს შეუძლიათ დადგნენ თავისი პრინციპებით თანამდებობებზე მაღლა და თავისი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება“,- განაცხადა ანი მიროტაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

news
: news იანვარი 23, 2015 17:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,288
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics