ანაკლიაში დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 4, 2015 15:21

ანაკლიაში დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა

მნიშვნელოვანი

  • ანაკლიაში დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა

სხვა სტატიები

ანაკლიაში დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობაანაკლიას, დღეს ამერიკული „კონტი ჯგუფისა“ და ქართული „თიბისი ჰოლდინგისგან“ დაკომპლექტებული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორი, მხარის გუბერნატორთან და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს უფროს სტუმრობდნენ. ინვესტორები პორტის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ და ანაკლიის კანიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. „ანაკლიის განვიტარების კონსორციუმამდე“ ანაკლიაში უკვე იმყოფებოდა ორი კონსორციუმი, დარჩენილი 4 კი თვის ბოლომდე ეწვევა პორტის ტერიტორიას. შერჩეულმა შვიდმა კონსორციუმმა მიმდინარე წლის 16 აპრილამდე უნდა წარმოადგინონ თავიანთი ტექნიკური და ფინანსური წინადადებები. რის შემდეგაც მთავრობა მათგან ერთ ინვესტორს შეარჩევს. წინასწარი გათვლებით, პორტის გარდა, ანაკლიაში დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა. გეგმის მიხედვით პორტის მშენებლობა 2016 წელს უნდა დაიწყოს.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 აგვისტოს №1375 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სახელით გამოაცხადა მოწვევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ. პროექტთან დაკავშირებით ინტერესი ოფიციალურად გამოხატა თორმეტმა კომპანიამ, რომელთაგან 7 სამთავრობო კომისიის გადწყვეტილებით შევიდა ე.წ. ,,მოკლე სიაში”, რომლებმაც მიმდინარე წლის 16 აპრილს უნდა წარმოადგინონ თავიანთი ტექნიკური და ფინანსური წინადადებები (RFP) პროექტთან დაკავშირებით.

ანაკლიაში დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა

 

ტექნიკური და ფინანსური წინადადებების სათანადოდ მომზადების მიზნით, დაგეგმილია ყველა კანდიდატი კომპანიის წარმომადგენლების მიერ ნავსადგურის ადგილმდებარეობის დათვალიერება და განმარტებითი შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სხვა შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 4, 2015 15:21