“ამ თვეების განმავლობაში ყველა მოსახლეს ექნება საცხოვრისი,“ – ბესიკ ქარცივაძე აფეთქების შედეგად დაზარალებულებზე

news
: news ივლისი 15, 2015 12:53

“ამ თვეების განმავლობაში ყველა მოსახლეს ექნება საცხოვრისი,“ – ბესიკ ქარცივაძე აფეთქების შედეგად დაზარალებულებზე

სასტუმროებში გაატარეს გასული ღამე გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-2 კორპუსის მცხოვრებლებმა. საუბარია 45-მდე ოჯახზე.

რამდენადაც ცნობილია დაზარალებულების გაყვანა დღეს უნდა მოხდეს.

სასტუმროში მცხოვრებთა ნაწილი აცხადებს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, თუ როდის მოხდება მათი გადაყვანა და ნაწილი შიშობს, რომ არ მოხდება მათი ქირით უზრუნველყოფა.

ისინის გლდანის რაიონის გამგეობას მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

გლდანის მე-6 კორპუსის მცხოვრებთა ნაწილს კი პრეტენზიები გამგეობასთან არ აქვთ.

როგორც გლდანის რაიონის გამგებელმა აღნიშნა, თბილისის მთავრობის სხდომაზე გადაწყდება რა სახის ზარალი არსებობს და მოხდება მისი დათვლა.

გლდანის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ აღნიშნა, რომ ყველა მოსახლე ბინით დაკმაყოფილდება და მათ რაიმე სახის პრობლემა არ შეექმნებათ.

„მთავრობის სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება თანხობრივ მონაცემებზე. სართულების კარკასები არის დაძრული, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი სამუშაოა გასაკეთებელი. ეს ალბათ რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდება. ამ თვეების განმავლობაში ყველა მოსახლეს ექნება საცხოვრისი,“ – განაცხადა თბილისის გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ.

news
: news ივლისი 15, 2015 12:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,163
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics