“ამ ადამიანებს დაბოღმილი მიდგომები აქვთ,”-ვაშაძე სააკაშვილის შესახებ მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს

news
: news მაისი 31, 2015 15:01

“ამ ადამიანებს დაბოღმილი მიდგომები აქვთ,”-ვაშაძე სააკაშვილის შესახებ მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს დეპუტატი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებები ბოღმით არის გამოწვეული, თავად კი მიაჩნია, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის ფაქტი არის შანსი და პერსპექტივა საქართველოსთვის.

სხვა სტატიები

საქართველოს დეპუტატი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებები ბოღმით არის გამოწვეული, თავად კი მიაჩნია, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის ფაქტი არის შანსი და პერსპექტივა საქართველოსთვის.

“უცნაურია მსგავსი შეფასებები. ეს კიდევ ერთხელ უჩვენებს, რომ ამ ადამიანებს დაბოღმილი მიდგომები აქვთ,”- ამბობს გიორგი ვაშაძე მთავრობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის ფაქტს მიესალმება.

“მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება და ქმედება ემსახურება საქართველოს ინტერესებს. დღეს უკრაინის წარმატება ნიშნავს ჩვენ საერთო წარმატებას ტოტალიტარული რუსეთის წინაააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებს. ყველანი უნდა ვამაყობდეთ ეს ძალიან დიდი შანსი და პერსპექტივაა საქართველოსთვის და უკრაინისთვის,”- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

news
: news მაისი 31, 2015 15:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,163
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics